2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ჩხოროწყუში მოქმედი მერის, დავით გოგუას მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი - დავით გოგუა (მოქმედი მერი)

დავით გოგუა 2014 წლიდან ჩხოროწყუს გამგებელია, ხოლო 2017 წლიდან კი ჩხოროწყუს მერი. დავით გოგუას უკავშირდება რამდენიმე მილიონიანი გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებები, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის ღირებულების ცვლილება) იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი