• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მარკირების სითხესთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მარკირების სითხესთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/09/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 22 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. Facebook- პოსტის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარკირების ისეთი სითხე შეიძინა, რომელიც 1 საათში ქრება და მმართველი პარტიის მომხრეების მონიშვნას ამ სითხით აპირებს. 

 

27 სექტემბერს ხსენებულ პოსტს ცესკო საკუთარ Facebook- გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული პოსტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერ, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფში, ერთი და იმავე facebook-მომხმარებლების მიერ (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4) კოორდინირებულად გაზიარდა. აღნიშნულ პოსტზე კომენტარების სექციაში ასევე ვხედავთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც თავადაც კოორდინირებულად გაავრცელეს დეზინფორმაცია ყალბი გვერდიდან „ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ“ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ცესკოს ირგვლივ გავრცელებული ამ ორი პოსტის საერთო მახასიათებელია ისიც, რომ პოსტების გაზიარების რაოდენობა პოსტზე სხვა ტიპის ინტერაქციას (მოწონება, კომენტარი) მკვეთრად აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. 2021 წლის სექტემბერში კი ყალბ ინფორმაციას ცესკოს საწინააღმდეგოდ ავრცელებს. 

28 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“  Facebook-ზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მანიპულაციური კამპანიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ISFED-ის მიხედვით, Facebook-ზე საარჩევნო პროცესების კვალდაკვალ ორგანიზებულად გააქტიურდნენ ან/და იქმნება ანონიმური გვერდები და ყალბი ანგარიშები, რომლებიც დამაზიანებელ ინფორმაციას ათავსებენ და ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. ISFED ანგარიშში ასევე საუბრობს ორმაგ საინფორმაციო ოპერაციაზე: „მავნე აქტორები ორმაგ საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებენ. ერთ შემთხვევაში, გვერდებზე ვრცელდება დისკრედიტაციული პოსტები სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ, რაც ძირითადად მათი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას მოსდევს. პოსტების მიზანია დესტრუქციულად წარმოაჩინოს ყველა, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციას აკრიტიკებს. აღნიშნულ გვერდებზე მომართული საეჭვო ანგარიშები პოსტებს მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებენ და აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარებით ცდილობენ ნარატივის განმტკიცებას. მეორე მხრივ, იგივე კოორდინირებული გვერდები და  არაავთენტური ანგარიშები ჩართულები არიან ცესკოს შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მარკირების წესი
გახარია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა