დეზინფორმაცია: ვაქცინირებული მკლავი 1 ლარიანის მონეტას იკრავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 15 ივლისს Facebook-მომხმარებელმა - Nika Elikashvili - გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით - „აი ამაზე გამეცით ვინმემ კითხვაზე პასუხი რატო იკრავს რა ადგილასაც აცრა გვაქვს გაკეთებული მონეტას“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეკვრის ქალს მკლავზე 1 ლარიანის მონეტა, ამ მიზიდულობის მიზეზად კი აღნიშნულ მკლავზე ვაქცინის გაკეთებაა დასახელებული. პოსტის ავტორი კომენტარებში აღნიშნავს, რომ ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს დედამისია და მან Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. გარდა ამისა, ის წერს, რომ ყველას, ვინც მის ირგვლივ ვაქცინა გაიკეთა, აცრის ადგილას მონეტა ეკვრის:

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ არის მოცემული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ვიდეოში გამოსახულმა ქალმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა და მისი მკლავი მონეტას ბუნებრივად იკრავს. ვიდეოში ნაჩვენები შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი პოსტის კომენტარებში წერს, რომ ვაქცინაში სითხის შემცველი ჩიპია ჩადგმული და მონეტას, მხოლოდ აცრილი მკლავი, სწორედ ამიტომ იკრავს. მსგავსი შინაარსის ვიდეოები უცხოურ და ქართულ სოციალურ სივრცეში აქამდეც გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. დეზინფორმაციის ავტორები ფოტოებსა და ვიდეოებში ამტკიცებდნენ, რომ აცრილი მკლავი მეტალის ნივთებს იკრავდა, რადგან ვაქცინა მეტალურ ინგრედიენტებსა და მიკროჩიპებს შეიცავს. სინამდვილეში, COVID-19-ის ვაქცინები არც მიკროჩიპებს და არც მეტალებს არ შეიცავს. ვრცლად აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის მკლავზე 1-ლარიანი მონეტა ბუნებრივად ემაგრება, ყალბია. COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპებსა და მეტალებს არ შეიცავს.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი