• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შვედეთი COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს

დეზინფორმაცია: შვედეთი COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: შვედეთი COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. 2021 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, შვედეთმა COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა. შანიძეს ინფორმაციის წყაროდ ინგლისურენოვანი ვებგვერდის - Williambowles - სტატია მოჰყავს. 25 მაისის მონაცემებით, პოსტს 454 რეაქცია, 118 კომენტარი და 283 გაზიარება აქვს. 

 

სინამდვილეში, მტკიცება, რომ შვედეთმა COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) გამოყენება შეაჩერა, ტყუილია. შვედეთი COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტსა და სწრაფ ტესტებს [ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული] დღემდე (2021 წლის 25 მაისი) იყენებს. აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი:

შანიძის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი წყარო არა შვედეთის ოფიციალური უწყების, არამედ ერთ-ერთი ბლოგერის ვებგვერდია. დასახელებულ სტატიაში შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის განცხადება უცვლელადაა მოყვანილი, რომელშიც PCR ტესტების გამოყენების შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ბლოგერმა 2021 წლის 8 მაისს სტატია შემდეგნაირად დაასათაურა: SWEDEN STOPS PCR TESTS AS COVID-19 DIAGNOSIS (შვედეთი COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს). ანალოგიური სათაურით აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა არასანდო უცხოურმა ვებგვერდმა გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). 

სინამდვილეში, როგორც უკვე ითქვა, შანიძის მიერ მოყვანილ წყაროში, გარდა სათაურისა, არსად წერია, რომ შვედეთმა PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა. პირიქით, აღნიშნულ ტექსტში წერია, რომ PCR ტესტი ვირუსის გამოსავლენად გამოიყენება (The PCR technology used in tests to detect viruses), თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს, არის,  თუ - არა ინფიცირებული ადამიანი ვირუსის გადამტანი. სტატიაში მოყვანილი შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განცხადება 2020 წლის 21 ივლისს სწორედ იმისთვის გამოქვეყნდა, რომ საზოგადოებისთვის ეცნობებინა, თუ ვინ და როდის არის COVID-19-ის გადამტანი: 

 

ამრიგად, შორე შანიძის მტკიცება, თითქოს შვედეთმა COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა, ყალბი ამბავია. შვედეთში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR მეთოდი და სწრაფი ტესტები გამოიყენება.

PCR-ტესტირების მეთოდი მისი „სპეციფიკური მგრძნობელობისა“ და მაღალი სანდოობის გამო, პანდემიის პირობებში, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ იქცა. ტესტირების მეთოდი ჩხირის ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე მოთავსებას გულისხმობს, რის შედეგადაც ცხვირ-ხახიდან აღებულ ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის (კორონავირუსის გენომის) განსაზღვრა ხდება. PCR დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში არის შესაძლებელი და პასუხის მიღებას  შედარებით დიდი დრო სჭირდება (1,5 საათიდან 48 საათამდე მერყეობს). COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებადი ტესტების შესახებ დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალბერტ ბურლა
პისიარ ტესტი
ომი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა