• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თანამდებობის პირები არა ვაქცინით, არამედ ვიტამინის ხსნარით იცრებიან

დეზინფორმაცია: თანამდებობის პირები არა ვაქცინით, არამედ ვიტამინის ხსნარით იცრებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: თანამდებობის პირები არა ვაქცინით, არამედ ვიტამინის ხსნარით იცრებიან 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17 მაისს დავით გიორგობიანმა Facebook-მომხმარებლის Ekaterine Elene-ს პოსტის ე.წ. სქრინი გამოაქვეყნა. მასალის ავტორი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სფეროდან ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს თანამდებობის პირები რეალურად ვაქცინით კი არ იცრებიან, არამედ ვაქცინის მსგავს ამპულაში არსებული ვიტამინების ხსნარით. ამპულას კი ვაქცინის ეტიკეტი აქვს მიკრული. დეზინფორმაციის გამავრცელებლის თანახმად, საზოგადოებას ვაქცინებისადმი არსებულ ეჭვს სწორედ ამ გზით უფანტავენ, სინამდვილეში კი თვითონ ვაქცინას არ იკეთებენ.

 

აღნიშნული ინფორმაციას დეზინფორმაციას წარმოადგენს. საქართველოში, ისე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია ნამდვილად ტარდება და მისი მიზანი, კორონავირუსის პანდემიის დასრულებაა. შეთქმულების თეორიები სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით ვრცელდება, ვაქცინის ფლაკონში ხან ეშმაკის ბეჭდებს ხან კი უბრალოდ ვიტამინებს ეძებენ. 

სინამდვილეში, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინაცია დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჯანმოს ინფორმაციით, ვაქცინაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა.

ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. მსგავსად, დღეისათვის კორონავირუსის პანდემიის დასრულების და შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტს სწორედ ვაქცინაცია წარმოადგენს.

უფრო ვრცლად ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები:

• რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?

• ვაქცინაციის მიერ გადარჩენილი სიცოცხლე საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანაში ბრიტანულ-შვედური ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა. 30 მარტიდან კი 65 წელს ზემოთ მოსახლეობის იმუნიზაცია ფაიზერის ვაქცინითაც გახდა შესაძლებელი. 4 მაისიდან 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ აცრა დაიწყო. ამასთან, 30 აპრილს საქართველომ ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით „სინოვაკის“ ვაქცინის 100000 დოზაც მიიღო, თუმცა მასზე რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა. საქართველოში მოქმედ სამივე ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ავტორიზაცია აქვს მინიჭებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ამ დროისთვის (18 მაისი) COVID-19-ის ვაქცინით ჯამში 93305 ადამიანია აცრილი. 

ქვეყნაში ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზევე ზოგიერთმა საჯარო პირმა და ცნობადმა სახემ COVID-19-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე 15 მარტს პირდაპირ ეთერში COVID-19-ის ვაქცინით აიცრა. პაატა იმნაძის შემდეგ ვაქცინა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ, გაიკეთეს. 18 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და მოსახლეობას  ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. „ახლა გავდივართ პიკს და ვართ გარკვეულად დაღმავალ ფერდზე პიკის, ანუ თანდათან შეიძლება ითქვას, რომ უმჯობესდება, თუმცა სერიოზული ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და მაისი როგორმე ასეთი, დამშვიდების ტენდენციით გავიაროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თანამდებობის პირები
კოვიდსტატისტიკა
ვიტამინი
հղիություն
պատվաստանյութ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა