• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში ვაქცინაციის 3544 შემთხვევა ფატალურად დასრულდა

დეზინფორმაცია: CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში ვაქცინაციის 3544 შემთხვევა ფატალურად დასრულდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში ვაქცინაციის 3544 შემთხვევა ფატალურად დასრულდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში აშშ-ში მიმდინარე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. Facebook-პოსტის მიხედვით: „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 20 დეკემბერი - 23 აპრილის პერიოდში დაფიქსირდა აცრით დაზარალების 118.902 შემთხვევა, მათ შორის 3.544 ფატალური.  აქ აღწერილია სხვადასხვა გართულებები. განსაკუთრებით საყურადღებოა დარღვევები, რომლებიც განუვითარდა 23. 398 ორსულს. რომელთაგან 170 ნაყოფის დაკარგვით დასრულდა. ანაფილაქსიური რეაქციები ქონდა 33.673 აცრილს“. 

იხ. Facebook პოსტი

Facebook-პოსტი ჰომეოპათ თინა თოფურიას ეკუთვნის, რომელსაც ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (ბმული 1, ბმული 2). 

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტში გაჟღერებული მტკიცებების მხარდასაჭერად წყარო მითითებული არაა, საკუთრივ პოსტი და მასში მოცემული მონაცემები კი რედაქტირებულია.  

მტკიცება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, აშშ-ში [COVID-19-ის საწინააღმდეგო] ვაქცინის მიღების შედეგად 3,544 ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.  დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ვაქცინებით გამოწვეული სიკვდილი არ დაფიქსირებულა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 3 მაისის ჩათვლით, კორონავირუსის ვაქცინების 245 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით, VAERS-ის ბაზაში, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა და CDC-სა და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის FDA-ის მიერ იმართება, ვაქცინირებულ ადამიანთა სიკვდილის 4,178 შეტყობინებაა (0.0017%) დაფიქსირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ CDC-ის ვებგვერდზე VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების განთავსება არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემთხვევები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არის გამოწვეული. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, არასწორია.

გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის დასადგენად, CDC-და და FDA-ის სპეციალისტების მიერ პაციენტის კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვა, გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლა ხდება. CDC-ის მიხედვით, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ვაქცინებსა და გარდაცვალებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ დრომდე არ დადგენილა (თუმცა, CDC საუბრობს შესაძლო კავშირზე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინასა და სისხლის შედედების ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის,  რასაც ფატალური შედეგები მოჰყოლია - CDC-ის მიხედვით, 4 მაისის მდგომარეობით, აშშ-ში ჯამში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 8,4 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. უსაფრთხოების მონიტორინგის შემდეგ CDC-სა და FDA-ის მიერ დადგინდა მსგავსი გვერდითი მოვლენის (“thrombosis with thrombocytopenia syndrome” - TTS) 23 შემთხვევა იმ ადამიანებში, რომელთაც „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა ჰქონდათ მიღებული). ამდენად, მტკიცება, რომ აშშ-ში ვაქცინის მიღების შედეგად ათასობით ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავად CDC ავრცელებს, არასწორია.

არასწორია Facebook-პოსტში მოყვანილი კიდევ ერთი მტკიცება ანაფილაქსიური რეაქციების რაოდენობის შესახებაც, თითქოს, მსგავსი შემთხვევები 33,673 ვაქცინირებულ ადამიანში გამოვლინდა. CDC-ს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსია (ძლიერი ალერგიული რეაქცია) იშვიათია, ხოლო VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ანაფილაქსია მილიონ ვაქცინირებულ პირზე დაახლოებით 2-5 ადამიანში დაფიქსირდა, რაც Facebook-პოსტში გაჟღერებულ რიცხვზე მკვეთრად ნაკლებია. 

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
cdc
ვახტანგ დემურია
გარდაცვალების შემთხვევები
ფაუჩი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა