• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პირბადეების ტარება ჯანმრთელობისთვის საშიშია

დეზინფორმაცია: პირბადეების ტარება ჯანმრთელობისთვის საშიშია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: პირბადეების ტარება ჯანმრთელობისთვის საშიშია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 21 აპრილს, Facebook-მომხმარებელმა Daji Mamulashvili-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გერმანელი პროფესორი სუჰარიტ ბახდი პირბადეების ტარებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობს. რეალურად, პოსტში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: პირბადეები სტაფილოკოკების მატარებელია, შესაბამისად პირბადეები მიკრობების გადამტანია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სუჰარიტ ბახდის მტკიცებით, პირბადეები მიკრობების, მათ შორის სტაფილოკოკების გადამტანია, სტაფილოკოკები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია. რეალურად, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. მერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის სკოლის (University of Maryland School of Medicine) პროფესორ-ასისტენტმა და დერმატოლოგიური ქირურგიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მახზუმმა USA Today-სთან განაცხადა, რომ სტაფილოკოკი არის კანის ბაქტერიული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ადამიანის სახეზე, პირის ღრუსა და ცხვირში „ცხოვრობს“. როგორც წესი, სტაფილოკოკები არავითარ პრობლემას არ წარმოქმნიან, თუმცა გარკვეულ პაციენტებში მათ შესაძლოა ლოკალიზებული კანის ინფექცია გამოიწვიონ. მისი თქმით, როგორც ქირურგს სამედიცინო პირბადის ტარება წლობის განმავლობაში უწევს, თუმცა მას სტაფილოკოკური ინფექცია არ დამართნია და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა შექმნია. მისი და სხვა პროფესორების შეფასებით, პირბადის ტარებასა და სტაფილოკოკურ ინფექციას შორის კავშირი არ დასტურდება, შესაბამისად პირბადის ტარება სტაფილოკოკის ინფექციას არ იწვევს.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის (Lead Stories, USA TODAY, Associated Press) მიერ სხვადასხვა დროს გადამოწმდა და შეფასდა როგორც ყალბი ამბავი.

მტკიცება: ბავშვებს პირბადეების ტარებას აიძულებენ და ტანჯავენ, მაშინ როცა კორონავირუსი სხვა ნებისმიერი გრიპის ვირუსის მსგავსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე მისი გაიგივება სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, დაიწყო. გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩატარებული არაერთი კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსი გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მაგალითად, კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

უფრო დეტალურად, ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ნიღბებში ბევრად აღემატება შრომისა და ჰიგიენის კანონით გათვალისწინებულ ნორმას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადის ტარების დროს ადამიანის ორგანიზმში ნახშიროჟანგი მაღალი კონცენტრაციით ხდება, პანდემიის დაწყებიდან ვრცელდება. რეალურად, ეს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის გამოყენებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება.

პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

პირბადე რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც სასუნთქ სისტემას წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრისგან იცავს. არსებობს სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების პირბადეები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას (აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა). პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, რაც სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებასთან, ჩასუნთქული ჰაერის დათბობასთან ან კლაუსტროფობიის განცდასთანაა დაკავშირებული. თუმცა, სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. პირბადეებს ვირუსის გავრცელების შენელებაში გადამწყვეტი როლი უკავიათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პირბადეების მავნებლობასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, ამ თემებთან დაკავშირებით კი „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა. შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

Facebook-პოსტში მოხსენიებული გერმანიაში მოღვაწე მედიცინის დოქტორი სუჰარიტ ბახდი ცნობილია კორონავირუსთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი არასამეცნიერო მტკიცებების გავრცელებით. რეალურად, დოქტორი სუჰარიტ ბახდი გერმანელი მიკრობიოლოგია. ის 1991 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სამედიცინო მიკრობიოლოგიის და ჰიგიენის ინსტიტუტს ხელმძვანელობდა, ხოლო 2016 წლიდან კილის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი იყო. მიუხედავად ამისა, დოქტორმა ბახდიმ სახელი სწორედ პანდემიის დროს გაითქვა. მან YouTube-ზე არხიც შექმნა, რომელზე განთავსებულ ვიდეოებშიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობდა. მისი აზრით, კორონავირუსი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ვირუსით გამოწვეული გარდაცვალებების რაოდენობა, რეალურად, გადაჭარბებული იყო. ამრიგად, მას გერმანიაში ვირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული ზომები დაუსაბუთებლად მიაჩნდა. 2020 წლის ნოემბერში, საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო YouTube-ზე მისი არხი წაიშალა.

ამასთან, დოქტორმა ბახდიმ, საკუთარ მეუღლესთან (ბიოლოგი) კარინა რაისთან ერთად, 2020 წელს წიგნიც გამოაქვეყნა სახელწოდებით -„Corona Fehlalarm?“ (კორონა ცრუგანგაში?), რომელშიც ისინი მკითხველს სთავაზობენ ანალიზს, თუ რამდენად გამართლებული იყო პანდემიის დროს რადიკალური დამცავი ზომები, ლოქდაუნის, სოციალური დისტანციის და პირბადის სავალდებულო ტარების ჩათვლით და საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რა გავლენა მოახდინეს.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
საფრთხე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა