• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ზე, WHO-ს სპიკერის განცხადება არასწორი კონტექსტით ვრცელდება

Facebook-ზე, WHO-ს სპიკერის განცხადება არასწორი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

20/04/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ზე, WHO-ს სპიკერის განცხადება არასწორი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

Facebook-მომხმარებელი Ketevan Gejadze, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის მიერ 6 აპრილს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას არასრული კონტექსტით ავრცელებს. Ketevan Gejadze-ის პოსტის თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი, მარგარეტ ჰარისი, მოგზაურობისათვის იმუნური პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს, რადგან „ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული, აცრა ვირუსის გავრცელებას აჩერებს თუ არა?!?!?“. ამასთან ერთად, ჰარისის განცხადებაზე დაყრდნობით, პოსტში ყალბი მტკიცებაა მოყვანილი, თითქოს აცრა იმუნიტეტს ანადგურებს: „აბა მაშ რატომ იცრებით კურდღლები ხართ თუ ვირთხები?!?!? რად იკლავთ თავს, და რად ანადგურებთ საკუთარ იმუნიტეტს?!?!? ამას უკვე მე ვკითხულობ“ ნახსენებია პოსტში.

მარგარეტ ჰარისმა კოვიდ-პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით განცხადება ნამდვილად გააკეთა. 2021 წლის 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, მან აღნიშნა, რომ კოვიდ-პასპორტების შემოღებას მხარს არ უჭერს, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, იცავს, თუ - არა ადამიანს ვაქცინაცია სხვებისთვის ვირუსის გადაცემისგან,

2. მისი თქმით, არის ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც ამ ეტაპზე, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინის სიმცირის გამო ხელი არ მიუწვდებათ ვაქცინაციაზე. ამასთან ერთად, არის კატეგორიები, რომელთაც ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია არ უკეთდებათ. მაგალითად, 18 წელს ქვემოთ ბავშვები ან ორსული ქალები.

მარგარეტ ჰარისის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შემდგომ ვირუსის გადადებასთან დაკავშირებით, მეტი მონაცემი იქნება ხელმისაწვდომი, ასევე შესაძლებელი იქნება ვაქცინის ბევრად ფართო და სამართლიანი გადანაწილება, კოვიდ-პასპორტების საკითხი დღის წესრიგში მნიშვნელოვნად დადგება.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული დეზინფორმაცია ჰარისის განცხადებას ამახინჯებს და მას ისე წარმოაჩენს, თითქოს WHO-ს წარმომადგენელი ვაქცინის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

WHO-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინები და მათი ეფექტურობა

ვაქცინაციის ეფექტი უშუალოდ ვაქცინირებულ ადამიანზე ცნობილია. მაგალითად, ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი არ გულისხმობს იმას, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 5 მათგანი კორონავირუსით მაინც დაინფიცირდება. ეს მონაცემი (95%) ინდივიდზე ვრცელდება და გულისხმობს, რომ ვაქცინირებული პირი 95%-ით დაცულია ვირუსით დაინფიცირებისგან. თუმცა რჩება 5% შანსი იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს, ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.

ჯანმოს წარმომადგენელი მარგარეტ ჰარისი არასაკმარის მონაცემს - არა ვაქცინის ეფექტურობასთან, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისგან სხვა ადამიანის დაინფიცირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით - ახსენებს. ამ ეტაპისთვის, ინფორმაცია, თუ როგორ იცავს ვაქცინა ადამიანს ვირუსის მტარებლობისგან, არასაკმარისია.

გარდა ამისა, მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის იმუნიტეტს აზიანებს, მცდარია. აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. სინამდვილეში, ვაქცინაციის მიზანი ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება და არა მისი განადგურებაა. ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

თეგები:
ბაია პატარაია
მარგარეტ ჰარისი
იმუნური პასპორტი
მანიპულაცია
მარგარეტ ჰარისი
იმუნური პასპორტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა