• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში COVID-19 ვაქცინის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში COVID-19 ვაქცინის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში დაზიანებული ხელის ფოტო ვრცელდება

16/04/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში COVID-19 ვაქცინის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

ანალიზი :

Facebook-ანგარიშები და გვერდები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) სოციალურ ქსელში დაზიანებული ხელის ფოტოს შემდეგი წარწერით  ავრცელებენ: „AstraZeneca-ს ვაქცინიდან 7 საათის შემდეგ“. პოსტებს ჯამურად 7 ათასამდე მეტი გაზიარება და 500-მდე კომენტარი აქვს. ზოგიერთი გამავრცელებელი ირწმუნება, რომ დაზიანებული ხელი ბელგიელ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ბულგარელი ქალია. მათი ნაწილი ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობას საერთოდ არ ასახელებს და ამბობს, რომ ის ერთ-ერთი მომხმარებლის ახლობლის ფოტოა. 

 

აღნიშნული ფოტო Facebook-მომხმარებლებმა ისეთ საჯარო ჯგუფებში გააზიარეს, როგორებიცაა: „ხალხური მედიცინა“, „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი“, „სანდრა რულოვსის მხარდამჭერები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, „❤️მიშას🇬🇪🇺🇦მხარდამჭერები❤️(official)“, "STOP SVETSKIM ZAVERAMA“.

 

ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დაუსაბუთებელი დეზინფორმაცია თუ მანიპულაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). აღნიშნული ფოტო უცხოენოვან წყაროებშიც ფართოდ გავრცელდა, თუმცა არცერთი გამავრცელებელი ოფიციალურ წყაროს არ უთითებს. Facebook-მომხმარებლების უმეტესობა ამბობს, რომ ფოტო ბულგარელ Mayya Zankova-ს ეკუთვნის. 

Google-ის ხელსაწყოს - Google Image Search-ის მიხედვით, დასახელებული ფოტო წარწერით - „Mayya Zankova, 7 часа · След астра зенека“ (მაია ზანკოვა, AtraZeneca-ს ვაქცინიდან 7 საათის შემდეგ) პირველად სოციალურ ქსელში 2021 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა, მისი ავტორი Facebook-მომხმარებელი - Катя Петрова - არის. კითხვას, თუ რით ამტკიცებდა ამ  ფოტოს ავთენტურობას, კატია პეტროვა არ პასუხობს, ხოლო სხვა მომხმარებლები წყაროდ პეტროვას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უთითებენ. ინტერნეტის ღია წყაროებში არსებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მაია ზანკოვა მხოლოდ გავრცელებულ ფოტოსთან მიმართებით იძებნება, ხოლო არცერთ ოფიციალურ წყაროში, ვაქცინის შედეგად გამოწვეული მსგავსი ჩვენება დაფიქსირებული არაა. 

 

ყველა ვაქცინას, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდა, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინა ალერგიული რეაქციებს იწვევს. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის - თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი ახლავს, უნდა იყოს შეყვანილი. თუმცა ფოტოზე გამოსახული მდგომარეობა COVID-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებში არ გვხდება. 

აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგს, ვერიკო აბრალავას, დაუკავშირდა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მხოლოდ ფოტოს მეშვეობით ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. თუმცა Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული დაავადება ექიმის თქმით, შესაძლოა იყოს გართულებული ვასკულიტი ან რაიმე სხვა  სისხლძარღვოვანი რეაქცია, რომელიც ტრამვისგან ან სისხლძარღვის დახშობისგან იყოს გამოწვეული. ექიმის თქმით, მსგავსი გამოვლინება კონკრეტული კანის რომელიმე დაავადებაში არ ჯდება. უცნობია ფოტოზე გამოსახული მდგომარეობის რეალური მიზეზი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მოსახლეობა
დაზიანებული
ხელი
მოსახლეობა
დაზიანებული
ხელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა