დეზინფორმაცია: მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიასაა მიკუთვნებული
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სტატია:
სოციალურ ქსელში Facebook გვერდების მიერ ყალბი ფოტო ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). გავრცელებული ფოტოს თანახმად, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში წერია, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება.
Facebook გვერდების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სახელმძღვანელო „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ეკუთვნის. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ გამომცემლობას დაუკავშირდა. გამომცემლობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავი და ფოტო-მანიპულაციის შედეგია, რადგან მსგავსი წიგნი გამომცემლობას არასდროს დაუბეჭდავს. საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო, რომელიც გრიფირებულია და ამჟამად გამოიყენება, ასე გამოიყურება:
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ისტორიის მე-9 კლასის წიგნში, რომელიც ამჟამად სკოლებში გამოიყენება, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამსახველი ფოტო-მასალა საერთოდ არ არის მოცემული.
შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიასაა მიკუთვნებული, ყალბი ამბავია.
------------------------------------------------------------------------------------
სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.
ტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.