• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კოკა-კოლაზე ჩატარებული ექსპერიმენტი სწრაფი ტესტების არასანდოობას ადასტურებს

დეზინფორმაცია: კოკა-კოლაზე ჩატარებული ექსპერიმენტი სწრაფი ტესტების არასანდოობას ადასტურებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ინტერნეტ სივრცეში, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც, ავსტრიის ოპოზიციონერი დეპუტატი მაიკლ შნედლიცი მთავრობას COVID-19-ის არასანდო სწრაფი ტესტების შემოტანასა და გამოყენებაში ადანაშაულებს. საილუსტრაციოდ, შნედლიცმა ხუთშაბათს, 10 დეკემბერს პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩხირი კოკა-კოლით სავსე ჭიქაში მოათავსა და მასალა ტესტზე დაიტანა. რამდენიმე წუთის შემდეგ სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მოგვიანებით, მაიკლ შნედლიცმა საკუთარ Facebook-გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მიმართოს საავადმყოფოებისკენ და მოხუცების თავშესაფრებს მიხედოს, ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს სწრაფ ტესტებზე, რომლის უზუსტობაც პარლამენტში კოკა-კოლაზე ჩატარებული ექსპერიმენტით დავამტკიცე“. ვიდეო სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში: Twitter-ზე, Youtube-ზე, Facebook-ზე. მათ შორის ქართულ Facebook-ჯგუფებში და მომხმარებლების პირად Facebook-გვერდებზეც წარწერით: „ავსტრიაში კოკა-კოლას აღმოაჩნდა კორონა, ანუ არასწორი ტესტებია“.

სინამდვილეში, ვიდეოში ჩანს, რომ მაიკლ შნედლიცი COVID-19-ის ტესტს არასწორად იყენებს. იგი სწრაფი ტესტისთვის განკუთვნილ ჩხირს კოკა-კოლით სავსე ჭიქაში ათავსებს და ჩხირზე მოთავსებული მასალა პირდაპირ ტესტის ფირფიტაზე გადააქვს. იმისთვის, რომ კორონავირუსის ტესტმა რეალური შედეგი აჩვენოს, ჩხირით მოპოვებული მასალა ჯერ ე.წ. ბუფერულ ხსნარში უნდა გატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოთავსდეს ტესტზე. ნიმუშის ბუფერულ ხსნარში მოთავსება აუცილებელია, რათა მისი მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი დარეგულირდეს. ამასთან ერთად, თვითონ ტესტის ფირფიტა დაფარულია ცილებით, რომლებიც კორონავირუსის ცილებზე რეაგირებს. როდესაც ტესტისა და ვირუსის ცილები ერთმანეთს ხვდება, ტესტი 15-30 წუთის შუალედში ფერს იცვლის. თუმცა ტესტის ფერის ცვლილება მაშინაც ხდება, როდესაც მასზე უკვე არსებული ცილები ნადგურდება. იქიდან გამომდინარე, რომ კოკა-კოლის მჟავა-ტუტოვანი ნიმუში, რომელიც საკმაოდ მაღალი მჟავიანობით ხასიათდება, ფირფიტაზე ბუფერულ სითხეში გატარების გარეშე მოხვდა, ტესტზე არსებული ცილები განადგურდა და ტესტმა ფერი სწორედ ამიტომ შეიცვალა (ბმული 1, ბმული 2).

სწრაფი ტესტების კომპანიამ Dialab გერმანულ ჟურნალ Welt-თან განაცხადა, რომ მსგავსი სახის ექსპერიმენტის დროს ნებისმიერი ტესტი, მათ შორის ორსულობის ტესტი, დადებით შედეგს აჩვენებდა. დეპუტატს კი მოუწოდა, რომ სანამ ასეთ განცხადებებს გააჟღერებს, ჯობს ქიმიაში გაერკვეს.

შესაბამისად, გერმანელი დეპუტატის მაიკლ შნედლიცის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიდან გამოტანილი დასკვნა, თითქოს კორონავირუსის ტესტები არასანდოა, არასწორია. დასკვნა კორონავირუსის სწრაფი ტესტის ფუნქციონირების წესების გათვალისწინების გარეშეა მიღებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეო საქართველოში შემდეგ საჯარო Facebook-ჯგუფებში გავრცელდა: Georgischer Verein in Deutschland e. V. / გერმანიის ქართული სათვისტომო, Photo-Fact GEORGIA, კახა კალაძე თბილისის მერი, BCN GEO ქართველები ბარსელონაში, იოსებ კენჭაძე • Ioseb Kenchadze, საგიჟეთი 😋, Diaspora Europeana, SOLO DESPIERTOS 3.0, SOLDADOS DIGITALES 1

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა