• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლიმონი კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაგიცავთ.

დეზინფორმაცია: ლიმონი კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაგიცავთ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ლიმონის წვენი კორონავირუსისგან თავდაცვის უმარტივესი ხერხია.

საინფორმაციო სააგენტო „თვალსაზრისი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით, „კოვიდი აღარ დაგემართებათ, თუ 3 დღეში ერთხელ ამ უმარტივეს მეთოდს გამოიყენებთ“. სტატია რუსულენოვან ვიდეოს ეფუძნება, რომლის თანახმადაც, კორონავირუსი სუსტი ვირუსია. მისი დამარცხება უმარტივესი მეთოდით, პირისა და ცხვირის ღრუს ლიმონის წვენით დამუშავებით, შეიძლება.

პანდემიის დასაწყისშივე, საერთაშორისო მასშტაბით, კორონავირუსის სამკურნალო არაერთი ცრუ „წამალი“ გავრცელდა. მათ შორისაა, ლიმონიც. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ თანახმად, საკმარისი ოდენობის ხილისა და ბოსტნეულის მიღება რეკომენდებულია, რადგან ეს ჯანსაღი კვების ნაწილია. თუმცა, მათივე თქმით, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ლიმონი კორონავირუსისგან გვიცავს.

ანალოგიური პოზიცია აქვს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის წევრს კრუტიკა კუპალაის: არ არსებობს მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ ლიმონის წვენს, ცხელ ჩაის ან რაიმე მსგავსს ვირუსის მოკვლა შეუძლია. 

ლიმონის სხვადასხვა მეთოდით კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენების შესახებ გავრცელებულ მითებს ფაქტების გადამოწმების ონლაინ პლათფორმამ (Factly), ვიდეო მიუძღვნა. გავრცელებული ინფორმაციის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო პლათფორმებმა (FactChechk.org, Politfact.com) და საინფორმაციო სააგენტოებმაც (Euronews.com, BBC.com) დაწერეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ ლიმონი კორონავირუსით ინფიცირებისგან გვიცავს, მცდარი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

COVID –19-ით ინფიცირებისგან თავის დაცვა შემდეგი წესების დაცვით არის შესაძლებელი:

• ატარეთ პირბადე;

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;

• მოერიდეთ თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებას;

• დაიცავით არანაკლებ ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;

• მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს.

პანდემიის დასაწყისიდანვე კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა