• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: საქართველო სომხეთში ჰუმანიტარულ ტვირთს არ ატარებს

დეზინფორმაცია: საქართველო სომხეთში ჰუმანიტარულ ტვირთს არ ატარებს

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

07/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: საქართველო სომხეთში ჰუმანიტარულ ტვირთს არ ატარებს

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

For English click here

ანალიზი

Eurasia Daily (EA Daily) ვლადიმერ ხომერიკზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს საქართველო რუსეთში სომხური დიასპორის მიერ შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთიდან ერევანში არ ატარებს. ხომერიკი აცხადებს, რომ სომხური მხარის წარმომადგენლებმა სპეციალური მანქანებისა და სამედიცინო ჰუმანიტარულ ტრანზიტთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროების მქონე სომეხი ხალხისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. თუმცა, ხომერიკის მტკიცებით, ამ დრომდე ტრანზიტი უარყოფილია და ყველა მანქანა მოსკოვშია გაჩერებული. ხომერიკის თანახმად, ჰუმანიტარული დახმარების გატარებაზე უარის თქმის გამო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სარჩელი მზადდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო გამოეხმაურა. სომხეთის საელჩოს განცხადების მიხედვით, „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება“. მათივე განცხადებით, „საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს“. ამასთან, საქართველოში სომხეთის საელჩომ ყველას მოუწოდა, რომ „დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ აზიანებს“.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. ქართული მხარე მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების განახლების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით მხოლოდ სამხედრო ტვირთს არ ატარებს, სამოქალაქო ტვირთი კი ორივე ქვეყნის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, „საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში“, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა - „750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი სამოქალაქო ტვირთით ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს“. მეტიც, თურნავას თქმით, სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვის უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყოფისთვის, ამოქმედდა საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ტვირთებს, სომხეთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობით ემსახურება.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებასა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 3 ოქტომბრის განცხადებაში გამოეხმაურა: „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“. აღნიშნულზე საქართველომ ორივე მხარეს აცნობა. საბჭომ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, შეუფერხებლად ხორციელდება. კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც ადასტურებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, განცხადების მიხედვით, „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე, გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები“. მისი თქმით, „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვას, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს“.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყების პერიოდიდან სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სამხედრო გადაზიდვები შეჩერებული აქვს და „ამის შესახებ გაფრთხილებულია როგორც სომხეთი, ისე - აზერბაიჯანი“. ხოლო „საომარი მოქმედებების განახლებიდან საქართველო საჰაერო და სახმელეთო გზებით უპრობლემოდ ატარებს სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამ კუთხით შეზღუდვები არ დაწესებულა“.

რაც შეეხება დეზინფორმაციის გამავრცელებელს, ვლადიმერ ხომერიკი „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია. ის პრორუსული და ანტიქართული განცხადებებით არის ცნობილი. ხომერიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული არაა. მისი აზრით, „ოკუპაცია სულ სხვა რამეა“ და „აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია“. მეტიც, იგი აცხადებს, რომ „ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი“, რადგან „რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს“.

მთიან ყარაბახში სამხედრო დაპირისპირების შემდეგ საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ვრცელდება, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (იხილეთ სტატია 1 და სტატია 2).

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა