• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი COVID-19-ის ხელოვნურად შექმნის შესახებ

ყალბი ამბავი COVID-19-ის ხელოვნურად შექმნის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/08/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

13 ივლისს, გამოცემა pia.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ჩინელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა“. 

სტატია ძირითადად სტივ ბენონის, დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელის, 2020 წლის 12 ივლისს The Daily Mirror-სთვის მიცემულ ინტერვიუს ეფუძნება. 

სტივ ბენონი სკანდალური და ულტრამემარჯვენე გამოცემის -  Breitbart-ის მმართველო საბჭოს წევრი და აღმასრულებელი თავმჯდომარეა. Breitbart-ი არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის  კვლევაში და მას ხშირად შეთქმულების თეორიებისა და დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელებაში ამხელენ (მაგალითისთვის იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). თუმცა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად სანდოა თავად სტივ ბენონის განცხადებები, გამოცემა pia.ge-ს მიერ შემოთავაზებული ინტერვიუს ინტერპრეტაცია ორიგინალ მასალასთანაც შეუსაბამოა. 

სინამდვილეში ბენონი, The Daily Mirror-ისთის მიცემულ ინტერვიუში, კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის და არა ვირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ საუბრობს. ბენონი აცხადებს, რომ ამერიკულ და ბრიტანულ საგამოძიებო უწყებებს ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის მტკიცებულებები აქვთ. 

ვირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ მანიპულაციებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის შესახებ განცხადებები მედიაში სტივ ბენონის ინტერვიუმდეც შეინიშნებოდა. მაგალითად, Fox News-ი აცხადებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოსაზრება არსებობდა, რომ კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების მიზეზი შესაძლოა, უჰანში მდებარე ლაბორატორიიდან გაჟონვა ყოფილიყო. თუმცა, აღნიშნული განცხადებები მხოლოდ ვარაუდებია და ჯერჯერობით, მისი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. უფრო მეტიც, მაგალითად, უჰანის ვირუსოლოგიურ ინსტიტუტში 15 წლის განმავლობაში მომუშავე მეცნიერის, პიტერ დაშაკის მიხედვით, აღნიშნულ ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 არ ინახებოდა.

გარდა ბენონის განცხადების არასწორად თარგმანისა, კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის მტკიცების გასამყარებლად, pia.ge-ის ფრანგი მეცნიერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს მოსაზრება მოჰყავს: „აპრილის დასაწყისში, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფრანგმა ლუკ მონტანიემ, რომელმაც აივ ინფექციის აღმოჩენისთვის საერთაშორისო პრემია მიიღო, განაცხადა, რომ კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. მისი თქმით, „კოვიდ-19  მოლეკულურმა ბიოლოგებმა შეიმუშავეს, მასში დაამატეს აივ ინფექციის ნაწილი, რითიც ცდილობდნენ, შეექმნათ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა“. 

ლუკ მონტანიემ მართლაც განაცხადა, რომ კორონავირუსი (SARS-COV-2) „ბიოინჟინერიის პროდუქტია და ის შიდსის ვირუსის გენომის ნაწილს იმეორებს“. თუმცა მისი მოსაზრება სხვადასხვა ორგანიზაციამ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც, მალევე გააბათილა. ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთმა გავლენიანმა სამეცნიერო გამოცემამ Health Feedback-მა, რომელიც მთელი მსოფლიოდან  დარგის წამყვან ექსპერტებს აერთიანებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში ის წყაროებია გაანალიზებული, რომლებზე დაყრდნობითაც ლუკ მონტანიე მსგავს მოსაზრებას გამოთქვამდა. Health Feedback-მა დაადასტურა, რომ მონტანიე  არარეცენზირებად კვლევებს ეყრდნობოდა და შესაბამისად, მის განცხადებებს მეცნიერული მტკიცებულებები არ ამყარებს. 

დავით ნაროუშვილი
დავით ნაროუშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა