ანალიზი

Facebook-გვერდმა - „დედაქალაქი“ გამოაქვეყნა „ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიას სურათი წარწერით:

„ღმერთი არ არსებობს! ვისაც ღმერთის სწამს, ყველა გულუბრყვილო იდიოტია", -გიგა ბოკერია“

სურათს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მას სტატიის დაწერის მომენტში 291 რეაქცია, 340 კომენტარი და 54 გაზიარება ჰქონდა.

„დედაქალაქს“ არ აქვს მითითებული არანაირი წყარო, რომელიც განცხადების ნამდვილობას დაადასტურებს. ამასთან ერთად, გიგა ბოკერიას მსგავსი განცხადება ინტერნეტში არ იძებნება და არც ერთ მედიას გაუვრცელებია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ის „დედაქალაქმა" გამოიგონა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ Facebook-გვერდი „დედაქალაქი“ მიზანმიმართულად ეწევა ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას. ამისთვის ის რელიგიური თემით სპეკულირებს - მათ ცილს სწამებს საქართველოს პატრიარქის და ღმერთის საწინააღმდეგო განცხადებებში. წინა შემთხვევებში „დედაქალაქმა“ ყალბი ამბები გაავრცელა სალომე სამადაშვილისა და გიორგი კანდელაკის შესახებ და მათ ილია მეორისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება დააბრალა.