• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“, ყალბია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“, ყალბია

სოციალურ ქსელში გიორგი კანდელაკის შესახებ გავრცელებული ამბავი ყალბია.

19/11/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ვერდიქტი: სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“, არის ყალბი ამბავი.

რეზიუმე: „ფეისბუკ“ გვერდ „დედაქალაქის“ გავრცელებული პოსტი, რომელიც ირწმუნება, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, 2015 წელს გერმანულ გამოცემა „ვოლტთან“ ინტერვიუში პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“ და მისი ცოდვებისათვის გასამართლებაზე ისაუბრა, ყალბია. გერმანული გამოცემა „ვოლტი“ არ არსებობს. გაზეთს, რომელიც პოსტის ავტორს სავარაუდოდ ჰქონდა მხედველობაში, „ველტი“ (die Welt) ჰქვია. ამ უკანასკნელთან ინტერვიუ კი გიორგი კანდელაკს არასდროს მიუცია.

ანალიზი

„ფეისბუკ“ გვერდმა „დედაქალაქი“ გაავრცელა პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის, ფოტო,

წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“. აღნიშნული პოსტი ირწმუნება, რომ გიორგი კანდელაკმა 2015 წელს გერმანულ გამოცემა „ვოლტს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ „ამ ქვეყანაში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ბებერ და ძალაგამოცლილ პატრიარქს ქართველი ხალხი გამოათრევს იმ ციხესიმაგრიდან და გაასამართლებს მისი ცოდვებისთვის. ეკლესია და პირადად ეს კაცი აფერხებს ქვეყნის განვითარებას“.

დასაწყისისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ გერმანული გამოცემა „ვოლტი“ არ არსებობს. დიდი ალბათობით, პოსტის ავტორს ცნობილი გერმანული გაზეთი ველტი (die Welt) ჰქონდა მხედველობაში. გიორგი კანდელაკის ველტთან მიცემული ინტერვიუ ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. გარდა ამისა, თავად დეპუტატმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ველტთან ინტერვიუ მას არასდროს ჰქონია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პოსტი ყალბია და გიორგი კანდელაკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აღნიშნულ პოსტს თან სდევს „ინტერპრენიუსის“ (ipn) ლოგო, რასაც მკითხველი ასევე შეცდომაში შეჰყავს. მსგავსი შინაარსის ახალი ამბავი „ინტერპრესნიუსს“ არასოდეს გაუვრცელებია.

მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა