ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ების ხარჯების ჯამური რაოდენობა 8 512 525 ლარია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 678 403 ლარით აღემატება. ხარჯები თორმეტ არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირზეა განაწილებული.

ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯის წილი, ქობულეთის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით (ლარებში)

ა(ა)იპ

2018 წელი

2019 წელი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯები

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯები

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანება

1 886 807

1 149 897

3 041 785

99,83%

2 247 120

1 199 680

3 452 800

99,82%

ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა

143 600

18 063

197 941

81,67%

160 080

18 720

215 800

82,85%

ქობულეთის კულტურის ცენტრი

441 288

49 136

490 424

89,98%

502 200

53 100

555 300

90,44%

ქობულეთის სახელოვნებო სკოლა

481 630

15 184

497 014

99,96%

440 160

19 340

459 500

100%

სპორტული კლუბი - ქობულეთი

12 354

6 505

18 859

100%

15 600

7 400

23 000

100%

ქობულეთის სანდასუფთავება

1 356 369

576 575

1 993 346

96,97%

1 449 300

570 625

2 019 925

100%

ქობულეთის გამწვანება

168 676

79 835

248 511

100%

178 440

88 360

266 800

100%

ქობულეთის სოფლის წყალი

300 960

277 873

580 233

99,76%

334 920

301 780

636 700

100%

ქობულეთის პარკი

151 391

104 089

255 480

100%

163 200

110 400

277 000

98,77%

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“

181 920

4 668

186 588

100%

200 520

36 080

236 600

100%

ქობულეთის მუზეუმი

51 640

22 209

73 849

100%

57 240

21 160

78 400

100%

ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი

24 705

225 387

250 092

100%

25 800

264 900

290 700

100%

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული ხარჯი, რომელიც მოიცავს შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხებს, 2018 წელს 7 730 761 ლარს შეადგენდა, რაც ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯების 98.68% იყო, ხოლო მიმდინარე წელს ეს პარამეტრები, შესაბამისად, არის 8 466 125 ლარი და 99.45%. ანუ, ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციული ხარჯის წილი, მთლიან ხარჯებთან მიმართებით, გაზრდილია. შარშანდელთან შედარებით, იზრდება როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონლისა და მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა. რაც შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურებას (შტატით და შტატგარეშე დასაქმებულთათვის ჯამურად), 2018 წელს ამ მიზნით ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯების 69.83% იყო გათვალისწინებული, წელს ეს მაჩვენებელი 71.1%-ს შეადგენს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების საქონლისა და მომსახურების ხარჯების შესწავლისას ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში თანხა გათვალისწინებულია მხოლოდ შტატგარეშეთა ანაზღაურებისა და საოფისე ხარჯისთვის, რაც გულისხმობს საოფისე ტექნიკის შეძენა-მონტაჟის, კავშირგაბმულობის, კომუნალური გადასახადების, რბილი ინვენტარის, ტრანსპორტის ექსპლუატაცია-მოვლა-შენახვისა და სხვა დანარჩენ ხარჯებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თორმეტი ა(ა)იპ-ის საოფისე ხარჯები ასე გამოიყურება:

გრაფიკი 1: ქობულეთის ა(ა)იპ-ების „საქონელი და მომსახურების“ ხარჯი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

ჯამში, ა(ა)იპ-ების კომუნალური ხარჯებისთვის 496 010 ლარის გადახდა იგეგმება, ხოლო ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 555 290 ლარია გათვალისწინებული. 113 400 ლარი - ა(ა)იპ-ების საოფისე ინვენტარის, ხოლო 83 500 ლარი რბილი ავეჯის შესაძენად დაიხარჯება.

საინტერესოა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ა(ა)იპ „ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხარჯიდან 65.08% დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული. თუ ამას შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების თანხასაც დავამატებთ, გამოვა, რომ 65.93% მხოლოდ ხელფასებში უნდა გაიხარჯოს. ანაზღაურების თანხაზე მოდის ასევე ა(ა)იპ „ქობულეთის სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - ქობულეთის სახელოვნებო სკოლის“ ხარჯის უმეტესი წილი - 95.79%. ზოგადად, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის (შტატგარეშეთა ანაზღაურების გარეშე) განკუთვნილი თანხა 65%-იდან 96%-მდე მერყეობს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის დასაქმებულთა ანაზღაურების თანხის წილი, ამავე ორგანიზაციის მთლიან ხარჯებთან მიმართებით, შედარებით დაბალია და 52.60%-ს შეადგენს, ა(ა)იპ „ქობულეთი სოფლის წყალია“.

ყურადღებას იქცევს ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრის“ ხარჯებიც, რომლის 63.57%-იც (184 800 ლარი) შტატგარეშე დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოს უნდა მოხმარდეს, ხოლო შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 25 800 ლარია გათვალისწინებული.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აღნიშვნის ღირსია, ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავებას“ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, მდინარეებზე მოტივტივე ნაგავშემკრები ბადეები დაზიანებულია და ნარჩენებს ვეღარ აკავებს. აღნიშნულ ორგანიზაციას ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის, მოვლისა და შენახვისთვის 387 230 ლარი აქვს გაწერილი. ხარჯთაღრიცხვაში დაზუსტებული არ არის, გულისხმობს, თუ არა ეს თანხა ნაგავდამჭერი ბადეების შეკეთებას. სამაგიეროდ, ირკვევა, რომ „სანდასუფთავების“ მთლიანი ხარჯის 74.7% შტატითა და შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის.

სულ, ქობულეთის ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებულია 1 237 ადამიანი. აქედან 504 დასაქმებულია (შარშანდელთან შედარებით, 13 ერთეულით მეტი) ა(ა)იპ „ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“. რაც შეეხება შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობას, ქობულეთის მერიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ პასუხში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილი არ არის, შტატგარეშე დასაქმებულთა ანაზღაურება კი მითითებულია მხოლოდ ხუთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში და ჯამში 278 020 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტში მთლიანი ხარჯები 14 368 604 ლარით განისაზღვრა. თუ ამ პარამეტრთან მიმართებით ვიანგარიშებთ, ა(ა)იპ-ების ხარჯის წილი 59.24%-ს შეადგენს. 2018 წლის ბიუჯეტში მთლიანი ხარჯი 14 007 929 - ლარი, ხოლო ა(ა)იპ-ების ხარჯის წილი 55.92% იყო.

თეგები: