იტვირთება

რეზიუმე: გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რამაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპის ქვეყანათა რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია (მე-18 ადგილის ნაცვლად, ამჟამად მე-19 ადგილს იკავებს).

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საქართველომ სასამართლო სისტემის მხრივ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა რიგებიდან, მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა შორის გადაინაცვლა.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეწოლა და მაღალი დონის კორუფცია, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, პოლიტიკური ზეწოლა კვლავ საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობას. საქართველომ კორუფციასთან ბროლის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებული მაღალი დონის კორუფცია, კვლავ პრობლემად რჩება“ - ვკითხულობთ საქართველოს მდგომარეობის შეფასების შესახებ ანგარიშში.

ანალიზი

Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა.

1995 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

- კანონის უზენაესობა(საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);

- მთავრობის ზომა(ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);

- რეგულირების ეფექტიანობა(ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);

- ბაზრის ღიაობა(ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

თითოეული პარამეტრი 100 ქულიანი შკალით ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად, თითოეულ კომპონენტს თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათგანი არ არისუპირატესი.

სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის წარმოებამხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო, რომლითაც იმის შეფასება ხდება თუ რამდენად არის სასამართლო სისტემა სამართლიანი და ეფექტიანი. ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს ეფექტიანობას აკისრია, განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად, სასამართლოს ეფექტიანობიდან გადახრა, შესაძლოა სერიოზული პრობლემების საწინდრად მივიჩნიოთ, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ეკონომიკურ ვარდნამდე მიგვიყვანოს.

სასამართლო ეფექტიანობის ქულა შემდეგი სამი ქვეკომპონენტის ქულების მიხედვითდგინდება, რომელთაგან თითოეულს თანაბარი წონა გააჩნია. ესენია:

- სასამართლო დამოუკიდებლობა;

- სასამართლო პროცესის ხარისხი;

- კეთილსაიმედო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო კონკურენტუნარიანობისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშებს ეფუძნება.

2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველომ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიიდან მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა რიგში გადაინაცვლა. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით (64.2%), 2019 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 9.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო და 54.6% შეადგინა. აღსანიშნავია, სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებელი 2017 წლიდან (66.5%) ჯამში 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ Heritage Foundation-ის წლიური შედეგები 1-1.5 წლით ადრინდელ ინფორმაციასეყრდნობა. შესაბამისად, 2019 წლის ინდექსისთვის, მონაცემები ფარავს 2017 წლის მეორე ნახევრიდან 2018 წლის პირველი ნახევრის პერიოდს.

სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებელი გაუარესებამ, ევროპული ქვეყნების რეიტინგში საქართველოს ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო ევროპული ქვეყნების ოცეულში მე-19 ადგილს იკავებს, მაშინ როცა 2018 წელს - 18 ადგილს, ხოლო 2017 წელს კი მე-17 ადგილს იკავებდა.

ცხრილი 1: სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ ევროპის ქვეყნების 2019 წლის მონაცემები

ქვეყანა

სასამართლოს ეფექტიანობა

1

United Kingdom

85.9

2

Sweden

84.0

3

Switzerland

82.0

4

Finland

81.2

5

Norway

81.2

6

Denmark

77.8

7

Estonia

76.0

8

Germany

75.4

9

Netherlands

74.7

10

Luxembourg

72.4

11

Austria

71.3

12

Ireland

68.4

13

France

66.1

14

Portugal

64.3

15

Iceland

63.8

16

Belgium

61.6

17

Lithuania

61.2

18

Macedonia

60.7

19

Georgia

54.6

20

Kosovo[1]

53.5



[1] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას


მსგავსი სიახლეები

2729 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი