წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სსიპ-ებისთვის და ა(ა)იპ-ებისთვის 958 056.8 ათასი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი, რაც ბიუჯეტის გადასახდელების 7.7%-ს შეადგენს. გასულ წელს, ეს თანხა 1 312 190.9 ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი გადასახდელების - 11.2%-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრის ეს კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების არსებობის საჭიროების შესწავლას არ მოიცავს, შეიძლება შეფასების სახით ითქვას, რომ არსებობენ ისეთი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომელთა ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობენ ორგანიზაციები, რომელთა საჭიროების აუცილებლობა არ იკვეთება.
ანალიზისახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე საუბრისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის იურდიული პირები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ სახსრებს იღებენ, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით ფინანსდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის დანართი მოიცავს იმ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. მათ შორის, ასეთი პირები არიან: კანონის შესაბამისად შექმნილი სსიპ-ები (მაგ. საქსტატი), სამინისტროს საქვეუწყებო სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სერვისების მიწოდებას, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები (მაგ. მუზეუმები, თეატრები, სახელოვნებო სკოლები, უნივერსიტეტები და საპატრიარქოს ფონდები) და ა.შ. აღნიშნული იურიდიული პირების დაფინანსების წყარო როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე, მათ მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ბიუჯეტიდან არ იღებს დაფინანსებას, რადგან მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ხარჯებს ფარავს. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც არც საჯარო ფუნქციებს ახორციელებენ და არც სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი/დაქვემდებარებული დაწესებულებებია. ეს დაწესებულებები კერძო პირების დაფუძნებული ორგანიზაციებია. მაგალითად, „ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავადაზნაურთა სკოლა-ლიცეუმი“, რომელიც ფიზიკური პირის დაფუძნებულია.
მოცემული სტატიის ფარგლებში ფაქტ-მეტრი ამა თუ იმ იურიდიული პირის არსებობის საჭიროებას ვერ განიხილავს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი მათგანი საჭიროა საჯარო სერვისების მისაწოდებლად, ხოლო ზოგიერთის არსებობა სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელებას ნაკლებად უკავშირდება.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ/ა(ა)იპ-ების დაფინანსება და მათი წილი მთლიან გადასახდელებში (ათასი ლარი, %)[i] წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო2018
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შემოსულობები სულ 1 953 010 ათასი ლარით არის დაგეგმილი, ხოლო მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავალი - 958 056.8 ათასი ლარით. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 7.7% საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაა. აღნიშნული მაჩვენებლები, წინა წლის გეგმასთან შედარებით, შემცირებულია. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სსიპ-ებისთვის და ა(ა)იპ-ებისთვის გამოსაყოფი თანხა 1 312 190.9 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო მისი წილი გადასახდელებში - 11.2%-ს.
2018წლის გეგმის მიხედვით, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის 92.1% მიმდინარე ხარჯებია და მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯი 59.4%-ს (შრომის ანაზღაურება - 29.8%, საქონელი და მომსახურება - 29.7%) შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სსიპ-ებისთვის და ა(ა)იპ-ებისთვის, 2018 წელთან შედარებით, მეტი თანხა იყო გამოყოფილი, ეს კაპიტალური ხარჯების ზრდასთანაც იყო დაკავშირებული (კაპიტალური ხარჯები: 2018 წელი - 7.9%, 2017 წელი - 10.0%). გასულ წელს ამ პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის 70.8% მიმდინარე ხარჯებს წარმოადგენდა, ხოლო ადმინისტრაციულ ხარჯებზე 45.1% მოდიოდა (შრომის ანაზღაურება - 24.5%, საქონელი და მომსახურება - 20.6%).
[i] მონაცემები წარმოდგენილია გეგმის მიხედვით, რადგან ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოდგენილი აქვს კონსოლიდირებული სახით და მათ შორის, შეიცავს საჯარო სკოლების დაფინანსების ხარჯებს, რასაც გრაფიკზე არსებული მაჩვენებლები არ მოიცავს