შედეგად, გორის თემისა და ქალაქის მუნიციპალიტეტები გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ გაერთიანდნენ.
2016 წელს ორივე მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 307 ადამიანი იყო დასაქმებული (279 შტატიანი და 28 შტატგარეშე), 2017 წელს, მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე, ორივე ტერიტორიულ ერთეულში ერთად 250 შტატიანი და 50 შტატგარეშე თანამშრომელი, ჯამში 300 ადამიანი იყო დასაქმებული. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, უკვე გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში, 305 ადამიანი არის დასაქმებული. მათ შორის, 283 შტატიანი, 22 კი შტატგარეშე თანამშრომელია. შესაბამისად, დასაქმებულთა ჯამური რიცხვი 2016 წელთან შედარებით, მხოლოდ 2 ერთეულით შემცირდა 2017 წელთან შედარებით კი 5 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება სარგოს ოდენობას, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებისთვის 3 813 800 ლარია გამოყოფილი. ანალოგიური მიზნით გამოყოფილი სახსრების ოდენობამ 2015 წელს 4 082 758, 2016 წელს - 4 784 559, 2017 წელს კი 3 753 710 ლარი შეადგინა. ამდენად, შრომის ანაზღაურება შემცირებულია 2015-2016 წლებთან შედარებით, ხოლო 2017 წელთან შედარებით იზრდება 60 090 ლარით. გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის შრომის ანაზღაურება მოიცავს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გაზრდილი თანამდებობრივი სარგოების გავლენას. ანალიზი გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თანხები დაიზოგა. „მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და მოგვიწია თანამშრომელთა შემცირება. კადრების ნაკლებმა რაოდენობამ, რა თქმა უნდა, ეკონომია გამოიწვია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მერიის საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურიდან გამოითხოვოთ და თავადვე გაეცნოთ მონაცემებს“ - აღნიშნაკონსტანტინე თავზარაშვილმა.
2014 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, გორი იმ შვიდ ქალაქს შორის აღმოჩნდა, რომელთაც თვითმმართველის სტატუსი მიენიჭათ. მუნიციპალიტეტი ორ ტერიტორიულ ერთეულად გაიყო და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა ქალაქ გორის მერია და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. აღნიშნულმა სისტემამ სულ 3 წელი და 9 თვე იმოქმედა. 2017 წლის ოქტომბერში მანამდე არსებული ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები ისევ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - გორის მუნიციპალიტეტი. თვითმმართველობის ახალი კოდექსის 156-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად,მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რიცხვი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მერიასა და საკრებულოში სულ შტატიანი თანამშრომლების რიცხვი 308-ით განისაზღვრება. აქედან, მერიაში, ამჟამად 288 შტატია დამტკიცებული, ხოლო მათგან 283-ია დაკავებული.
ცხრილი 1:
ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურება (ლარი)
პერიოდი |
დასაქმებულთა რაოდენობა |
შრომის ანაზღაურება | ||||
ქალაქის მერია | თემის მუნციპალიტეტი | ჯამი | მერია | გამგეობა | ჯამი | |
2015 | 78 | 173 | 251 | 1 789 435 | 2 293 323 | 4 082 758 |
2016 | 105 | 174 | 279 | 1 878 254 | 2 906 305 | 4 784 559 |
2017 | 99 | 151 | 250 | 1 466 413 | 2 287 297 | 3 753 710
|
გარდა ამისა, ყოველწლიურად, ქალაქსა და თემში შტატგარეშე თანამშრომელთა ოდენობაც იცვლებოდა.
ცხრილი 2:
ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების შტატგარეშე თანამშრომლები
პერიოდი | ქალაქის მერია | თემის მუნციპალიტეტი | შტატგარეშე თანამშრომელთა საერთო რაოდენობა |
2014 | 11 | 17 | 28 |
2015 | 8 | 18 | 26 |
2016 | 10 | 18 | 28 |
2017 | 20 | 30 | 50 |
როგორც ცხრილებიდან ჩანს, დაყოფილი მუნიციპალიტეტის პირობებში (სრული საანგარიშო პერიოდი), დასაქმებულთა ჯამური ოდენობა სულ, ქალაქსა და თემში, ყველაზე მცირე (277) 2015 წელსაა, ყველაზე დიდი კი 2016 წელს - 307 დასაქმებულით.
უშუალოდ გაერთიანებამდე, 2017 წელს, ორივე მუნიციპალიტეტში ჯამურად 300 ადამიანი მუშაობდა მათ შორის 250 შტატით განსაზღვრულ პოზიციაზე, 50 კი შტატგარეშე. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდგომ კი დასაქმებულია სულ 305 ადამიანი საიდანაც 283 შტატიანი, 22 კი შტატგარეშე თანამშრომელია. შესაბამისად, დასაქმებულთა ჯამური ოდენობა 2 ერთეულით არის შემცირებული 2016 წელთან შედარებით, 2017 წელთან მიმართებით კი პირიქით 5 ერთეულით გაზრდილია.
გორის მუნიციპალიტეტში, შრომის ანაზღაურებისთვის 2018 წელს ბიუჯეტიდან 3 813 800 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს კი ეს რიცხვი - 3 753 710 ლარს შეადგენდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა, ასევე, საკრებულოს აპარატისა და მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 1 იანვრიდან ხელფასების ოდენობა საკრებულოსა და მერიაში გაიზარდა.