• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსთავის ახალი მერის წინასაარჩევნო დაპირებები და შედეგები არჩევიდან ნახევარი წლის შემდეგ

რუსთავის ახალი მერის წინასაარჩევნო დაპირებები და შედეგები არჩევიდან ნახევარი წლის შემდეგ

რეზიუმე: ფაქტ-მეტრი რუსთავის ახალი მერის, ირაკლი ტაბაღუას მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, გაცემული

05/06/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე: ფაქტ-მეტრი რუსთავის ახალი მერის, ირაკლი ტაბაღუას მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, გაცემული დაპირებების შესრულების პროცესით დაინტერესდა.

2017 წლის არჩევნების შედეგად არჩეულმა რუსთავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესასრულებლად მუშაობა დაიწყო. პროცესი აქტიურ ფაზაშია და ცნობილია საცხოვრისის მოწყობის კონკრეტული ვადები - სოციალური საცხოვრისი მიმდინარე წლის ნოემბრისთვის უნდა მოეწყოს. თუმცა, კვლავ აქტუალურია საკითხი, თუ რამდენად აქტიურად და ოპერატიულად მუშაობს მერია უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სპეციალური წესის დადგენისთვის.

რაც შეეხება მეორე დაპირებას, საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას - რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას მმართველობის პერიოდში, ამ დროისთვის, შეიქმნა 80 ახალი ადგილი, თუმცა პრობლემა მაინც მწვავედ დგას, რადგან გასული წლის მონაცემებით, საბავშვო ბაღის გარეშე 1 600-მდე აღსაზრდელი დარჩა.

ახალ სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული დაპირების შესრულების პირველი ეტაპი, შეიძლება ითქვას, განხორციელებულია. სპორტდარბაზისთვის შერჩეული ფართი გასული წლის 1 დეკემბრიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც, საკითხავია თუ რამდენად ოპერატიულია მუნიციპალიტეტი აღნიშნული მიმართულებით და რატომ ვერ სცდება პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს.

ჯერჯერობით, ვერ სრულდება მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების კუთხით გაცემული დაპირება. ამ დროისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არც ერთი ახალი ავტობუსი არ შეუძენია. შესაბამისი თანხები არაა გაწერილი ადგილობრივ ბიუჯეტშიც.

აღნიშნული დაპირებების შესრულების პროცესს ფაქტ-მეტრი მომავალშიც დააკვირდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის. 

ანალიზი

რუსთავის ახალმა მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, მუნიციპალიტეტის მართვა 2017 წლის 13 ნოემბრიდან დაიწყო.

ტაბაღუამ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთაველებს რიგი დაპირებები მისცა. ახლა, როდესაც ტაბაღუას მერად არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ სრულდება ესა თუ ის დაპირება.

ირაკლი ტაბაღუას მიერ რუსთაველებისთვის გაცემულ დაპირებებს შორის იყო: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პრობლემის (ადგილების სიმცირის) მოგვარება, უსახლკაროთა თავშესაფრის მოწყობა, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა და მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.

დაპირება 1 - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადგილების სიმცირის მოგვარება.

აღნიშნულ დაპირებასთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ 2017 წლიდან განხორციელდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული N10 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა დასრულებულია.

„ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის აშენების შედეგად, ნაცვლად ოთხი სააღმზრდელო ჯგუფისა გაიხსნება ექვსი სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით 80 აღსაზრდელის მიღებას“ - აღნიშნულია მერიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ამ შენობის ადგილას საბავშვო ბაღი ადრეც არსებობდა. თუმცა, ავარიული მდგომარეობის გამო, მისი დემონტაჟი ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგად განხორციელდა.

2017 წელს, რუსთავის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარეშე დარჩა 2-3 წლამდე ბაგის ასაკის 1 000 ბავშვი, ხოლო 3-4 წლამდე ასაკის 600 აღსაზრდელი.

დაპირება 2 - უსახლკაროთა თავშესაფრის მოწყობა.

უსახლკაროთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის რუსთავის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 137 217 ლარი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 918 295 ლარი.

თავშესაფრის მოსაწყობად რუსთავის მერიამ ტენდერი ჩაატარა და სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 აპრილს, შპს „სამებასთან“ დადო. სატენდერო პირობების თანახმად, შემსრულებელმა რუსთავის მე-11 მიკრო რაიონში სოციალური საცხოვრისი უნდა მოაწყოს, 2018 წლის 16 ნოემბრამდე. პროექტის ღირებულება შეადგენს 824 439 ლარს. საცხოვრისი 52 სოციალურად დაუცველ, თავშესაფრის არმქონე ოჯახს მოემსახურება.

გარდა ამისა, რუსთავის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სპეციალური წესის შემუშავება, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება ქალაქის საკრებულოს“.

დაპირება 3 - ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

მერიამ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ტერიტორია რუსთავის მე-13 მიკრო რაიონში შეარჩია.

„შერჩეული ტერიტორია წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას, ხოლო 2017 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-3062 ბრძანების საფუძველზე, საკუთრებაში გადმოეცა რუსთავის მუნიციპალიტეტს. დღეის მდგომარეობით „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ კომპლექსის ასაშენებლად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშოები“ - აცხადებენ რუსთავის მერიაში.

სპორტ-კომპლექსისთვის ტერიტორიის გადმოცემა რუსთავისთვის დეკემბერში მოხდა, ხოლო მუნიციპალიტეტი, აღნიშნული ეტაპის გადალახვის შემდეგ, ხუთი თვეა აგრძელებს მოსამზადებელ სამუშაოებს. სპორტ-კომლექსის გადმოცემისთვის პირველმა, აქტიურობა რუსთავის ყოფილმა მერმა, დავით ჯიქიამ, დაიწყო. სწორედ მან მიმართა აღნიშნული ქონების გადმოცემისთვის „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“.

დაპირება 4 - მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსები ბოლოს 11 წლის წინ განაახლა. მას შემდეგ ქალაქს ე.წ. ყვითელი ავტობუსები ემსახურებიან. მათ არასახარბიელო მდგომარეობაზე და განახლების საჭიროებაზე, რუსთავის ამჟამად მოქმედი მერი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად საუბრობდა.

რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით ავტოტრანსპორტის საწარმოს ჰყავს მუშა მდგომარეობაში მყოფი 20 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ექსპლუატაციის რეჟიმიდან გამომდინარე, გეგმურად ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება. რაც შეეხება განახლებას, აცხადებენ რომ „აქტიურად მიმდინარეობს“ დონორი ორგანიზაციების მოძიება განახლებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაპოვებლად.

მანონ ბოკუჩავა
მანონ ბოკუჩავა

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა