იტვირთება

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგა ბუკიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

„დღეიდან პლანაქეშებს თამამად შეუძლიათ საქართველო პლანაქეშთა სამოთხედ აღიარონ. ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც (დეკრიმინალიზებულია) იმ რაოდენობით მარიხუნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა. საქართველოში, დღევანდელი გადაწყვეტილებით, დეკრიმინალიზებულია 70 გრამი მარიხუნა, რომელიც საკმარისია 100-150 ადამიანის ბურანში სამყოფელად და დასაბოლად. შედარებისთვის, პორტუგალიაში არის ყველა სახის ნარკოტიკი დეკრიმინალიზებული და პირველ ადგილზე აქამდე მსოფლიოში იყო პორტუგალია, სადაც ყველაზე დიდი 25 გრამამდე ნარკოტიკია დეკრიმინალიზებული. ჰოლანდიაში არის 5 გრამი და საქართველოში 70 გრამი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობის მარიხუანას შეძენისა და შენახვისათვის პირი ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით. 2014 წელს აღნიშნული მუხლი დაკორექტირდა,

რომლის მიხედვითაც ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა სამიდან რვა წლამდე ვადით.

260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წელს ბექა წიქარიშვილის საქმესთან

დაკავშირებით არაკონსტიტუციურად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება (70 გრამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში მოსარჩელეს ბრალი ედებოდა, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. სასამართლოს განცხადების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, თავისუფლების აღკვეთა ვრცელდებოდა მეორე მოხმარებისას.

არსებული პრაქტიკა შეიცვალა 2017 წლის 30 ნოემბერს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მარიხუანას მოხმარებისათვის პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. სასამართლოს პოზიციით, მოპასუხე მხარემ (პარლამენტმა) ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ეფექტურობაზე საუბრისას ხშირად მოჰყავთ პორტუგალიის მაგალითი, სადაც 2001 წელს მოხდა ყველანაირი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრის (European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction) ანგარიშისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პორტუგალიაში საგრძნობლად შემცირდა ე.წ. „სინთეტიკური მარიხუანას“ მოხმარება, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საზოგადოების ჯანმრთელობაზე. პორტუგალიის ყოველი მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 3 მათგანის სიკვდილის მიზეზი ხდება ნარკოტიკის ზედმეტი დოზირება. გარდა ამისა, საგრძნობლად იკლო გადამდები ინფექციური დაავადებების რიცხვმაც. პორტუგალიის კანონმდებლობის

მიხედვით, მოქალაქეებს აქვთ უფლება პირადი მოხმარების მიზნით იქონიონ 25 გრამი მარიხუანა. თუმცა, პორტუგალია არ ყოფილა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მარიხუანა იყო დეკრიმინალიზებული.

ესპანეთის მოქმედი კანონმდებლობის

თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობის დანაშაული ითვალისწინებს პირისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. ნარკოტრაფიკისათვის პირი ისჯება იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოუჩენენ დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, 100 გრამი მარიხუანას ფლობა არ მიიჩნევა გადაჭარბებულ ოდენობად, რომლის შენახვაც თავისთავად მეტყველებს მისი გასაღების მიზნის არსებობაზე და დეკრიმინალიზებულია.

გარდა ამისა, ავსტრიაში 2008

წლამდე დადგენილი იყო ნარკოტიკული ნივთიერებების გარკვეული რაოდენობის ფლობის ბარიერები, რომელიც კლასიფიცირებას ახდენდა მისი ფლობის მიზნის (პირადი მოხმარება თუ ვაჭრობა) შესახებ. კანაბისისთვის ლეგალური ლიმიტი იყო სუფთა ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის 2 გრამი (მარიხუანას შემცველობის დაახლოებით 20%-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლი შეადგენს), რაც პროპორციულად 10 გრამი მარიხუანას ფლობას ხდიდა კანონიერს. 2008 წლის იანვარში, ავსტრიის ნარკოპოლიტიკამ ცვლილება განიცადა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ლეგალური ფლობის რაოდენობა აღარ იზღუდება და მისი პირადი მოხმარებისა თუ გასაღების მიზანი სხვა, ალტერნატიული გზებით დგინდება. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის მოქალაქეებს საკმაოდ დიდი თავისუფლება მიენიჭათ პირადი მოხმარების მიზნით ნებისმიერი რაოდენობის მარიხუანას შენახვისას, გამკაცრდა კანონები ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ბარიერის სისტემა ჯერ კიდევ მოქმედებს მარიხუანას დისტრიბუციის საკითხთან მიმართებით. 20 გრამამდე სუფთა ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ანუ 100 გრამამდე მარიხუანას, გასაღება არ მიიჩნევა მძიმე დანაშაულად და ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო მხოლოდ მსუბუქი (ფულადი ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა) სასჯელით შემოიფარგლება. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტრაფიკში დადანაშაულებული პირი ახდენს 100 გრამზე მეტი მერიხუანას დისტრიბუციას, მაშინ ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების გასაღებისას, გასაღებასთან დაკავშირებითნ დაწესებულ ბარიერზე (მარიხუანას შემთხვევაში 100 გრ) 15-ჯერ დიდი რაოდენობის დისტრიბუციის შემთხვევაში პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 3 წლამდე.

ცხრილი 1:

ქვეყნების (არასრული) სია, სადაც მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობა დეკრიმინალიზებული ან ლეგალურია, დასაშვები რაოდენობების მიხედვით

ქვეყანა სტატუსი ფლობა/კულტივაცია
ავსტრია დეკრიმინალიზებული განუსაზღვრელი რაოდ.
ბელგია დეკრიმინალიზებული 3 გრ/1 ძირი მცენარე
ჩეხეთი დეკრიმინალიზებული 15 გრ/5 ძირი მცენარე
ეკვადორი დეკრიმინალიზებული 10 გრ
მალტა დეკრიმინალიზებული 3.5 გრ
მექსიკა დეკრიმინალიზებული 5 გრ
ნიდერლანდები დეკრიმინალიზებული; „კოფიშოპებში“-ლეგალური 5 გრ
პერუ დეკრიმინალიზებული 8 გრ
პორტუგალია დეკრიმინალიზებული 25 გრ
რუსეთი დეკრიმინალიზებული 6 გრ
ესპანეთი კერძო ტერიტორიაზე ლეგალური; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში-დეკრიმინალიზებული. 100 გრამი
ურუგვაი ლეგალური 40 გრ/6 ძირი მცენარე

დასკვნა 2015

წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი გამომშრალი მარიხუანას ფლობა არ მიიჩნია იმდენად დიდ ოდენობად, რომლის შენახვის ფაქტიც თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულად გამოცხადდა.

პორტუგალიაში 25 გრამი, ხოლო ესპანეთში 100 გრამი მარიხუანას ფლობა არ მიიჩნევა გადაჭარბებულ ოდენობად, რომელიც ვაჭრობისთვის არის განკუთვნილი. ავსტრიაში კი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობის რაოდენობრივი ზედა ზღვარი საერთოდ არ ასებობს. შესაბამისად, საქართველო არ არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას ყველაზე დიდი ოდენობით ფლობა (70 გრამი) არის დეკრიმინალიზებული. თუმცა, არსებობს არაერთი ქვეყანა, სადაც აღნიშნული ზღვარი საქართველოში დაწესებულზე ბევრად ნაკლებია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2770 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი