ცამციშვილმა.
საქართველოს კანონი„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ განმარტავს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, მისგან გათავისუფლებისა თუ მისი გადავადების წესს.
ამ კანონის მე-9 მუხლით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარებიან საქართველოს 18-დან 27 წლამდე მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი. გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა, საქართველოში მოქმედებს ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიც. სამხედრო სავალდებულო სამსახური 12 თვის განმავლობაში გრძელდება და გაწვეულ პირებს მისი მოხდა შსს-სა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში უხდებათ. სავალდებულო სამსახურის გავლად ითვლება სამხედრო სასწავლებელში სწავლაც.
საქართველოს 18 წელს მიღწეულ მოქალექეებს არ აქვთ უფლება, საკუთარი სურვილით უარი თქვან სამხედრო სამსახურში წასვლაზე. კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან გადავადების წესებიც.
ზემოთ ნახსენები კანონის 30-ე მუხლში განმარტებულია გაწვევის გადავადების ნორმები. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, თუ მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, არის სტუდენტი, გადაიხადა გადავადებისთვის დაწესებული მოსაკრებელი, არის აბიტურიენტი ან დოქტორანტი, ჰყავს შვილები ან შეზღუდული შესაძლებლობის ოჯახის წევრი, არის დედისერთა და ა.შ. ამ მუხლის პირველი პუნქტის ლ ქვეპუნტით კი, სავალდებულო სამსახური ასევე გადაუვადდება პირს, თუ ის „არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში“.
სწორედ ამ მუხლით იხელმძღვანელეს „გირჩში“ და დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სთავაზობს წვევამდელებს გაწევრიანებას და ამ გზით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების მოპოვებას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად 2017 წლის 16 მარტს დაარეგისტრირა (საიდენტიფიკაციო ნომერი 405195907). მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნების და საქმიანობის წარმართვის უფლებას კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსიიძლევა.
რეესტრის ამონაწერით, ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ნიკა ობოლაძე, რომელიც მთავარი მღვდელთმსახურია. რელიგიურ ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა რანგის ღვთისმსახურთა კურთხევის უფლება, რასაც იყენებენ წვევამდელთათვის ცნობისგაცემისას. მსგავსი მოწმობის თვითმმართველობაში წარდგენისას წვევამდელს შეუძლია, მოითხოვოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადება.
ამავე დროს, პოლიტიკურ გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბიბლიური თავისუფლება არ მოითხოვს წევრებისა და მღვდელთმსახურად ნაკურთხი ადამიანებისგან, უარყონ მათთვის სასურველი რელიგიური აღმსარებლობა. 1 მაისისთვის ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული იყო მღვდელთმსახურის 217 მოწმობა, აქედან 21 - ქუთაისში.
დასკვნასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ლ ქვეპუნქტი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სამხედრო გაწვევის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში წარადგენს დოკუმენტს მისი რელიგიური წოდების თაობაზე, უფლებას აძლევს კანონიერად მოითხოვოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება. 1 მაისისთვის ბიბლიური თავისუფლების მიერ უკვე გაცემული იყო მღვდელთმსახურის 217 მოწმობა, აქედან 21 - ქუთაისში.
შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ განცხადება არის სიმართლე.