2014

წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: "მინისტრების ხელფასი არის ორჯერ-სამჯერ შემცირებული... ასევე, შემცირებულია მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) სახეებს. შრომით გასამრჯელოში შედის თანამდებობრივი სარგო, პრემია და კანონით გათვალისწინებული დანამატი (დანამატი საკლასო ჩინისთვის, საიდუმლო დანამატი და სხვა). ფაქტ-მეტრი სახელფასო დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით ადრეც წერდა (იხილეთ ბმული 1, ბმული 2).

ჩვენ, სამინისტროებიდან მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შრომითი გასამრჯელოს შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხი მხოლოდ 11 სამინისტროდან მივიღეთ, აქედან, 2 სამინისტროს (ფინანსთა და სოფლის მეურნეობის) პასუხი არასრულყოფილი იყო.

გარემოს დაცვის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 80 800 73 000 90 000 77 400
მინისტრის პირველი მოადგილე 60 300 57 300 63 800 60 800
მინისტრის მოადგილე 54 000 48 100 54 400 57 000

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 85 000 67 000 90 000 71 000
მინისტრის პირველი მოადგილე 74 000 73 000 74 000 73 000
მინისტრის მოადგილე 70 000 67 000 71 000 60 000

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 92 000 92 000 90 000 75 000 (11 თვე)
მინისტრის პირველი მოადგილე 77 000 94 500

-

39 300 (9 თვე)
მინისტრის მოადგილე 70 400 85 500 68 640 49 000 (11 თვე)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 41 500 41 500 94 000 81 250
მინისტრის პირველი მოადგილე 52 400 48 000 44 000 57 500
მინისტრის მოადგილე 66 500 55 000 41 000 53 000

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 84 500 73 900 90 165 75 000
მინისტრის პირველი მოადგილე 70 800 62 000 60 460 59 000
მინისტრის მოადგილე 65 300 57 140 61 700 65 500

ენერგეტიკის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 95 000 103 000 90 000 75 000
მინისტრის პირველი მოადგილე 108 000 115 000 - -
მინისტრის მოადგილე 82 000 107 000 97 900 102  700

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 121 400 102 800 92 000 75 000
მინისტრის პირველი მოადგილე 81 250 76 000 70 300 42 700
მინისტრის მოადგილე 75 650 72 700 69 300 74 650

თავდაცვის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 59 700 54 000 125 500 105 000
მინისტრის პირველი მოადგილე 113 400 107 200 87 318 94 000
მინისტრის მოადგილე 96 000 75 000 75 000 75 000

საგარეო საქმეთა სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 90 000 88 500 85 830 85 000
მინისტრის პირველი მოადგილე 85 500 78 650 75  225 79 650
მინისტრის მოადგილე 68 300 80 000 73 000 68 000
  სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2011 წელი

2012 წელი

2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 54 200 85 800 86 300 72 500

ფინანსთა სამინისტრო
2011 წელი 2012 წელი 2013 წელი

2014 წელი

მინისტრი 112 000 99 400 90 000 75 000

დასკვნა

ათი სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურებამ 2013 და 2014 წლებში, 2011 და 2012 წლებთან შედარებით, 10-დან 7 შემთხვევაში მცირედი კლება განიცადა. განხილული სამინისტროებიდან არცერთში მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2-ჯერ ან 3-ჯერ არ შემცირებულა. ამასთან, განათლების და მეცნიერების მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ხელფასები თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. შრომის ანაზღაურების მატება აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრსაც.

შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება: "მინისტრების ხელფასები არის ორჯერ-სამჯერ შემცირებული... ასევე, შემცირებულია მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება," არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია