წლის 12 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პროცენტულად ყველაზე დაბალი ვალი აქვს ესტონეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის შემდეგ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს სახელმწიფო ვალი 10 393 მლნ ლარია, საიდანაც 7 827 მლნ ლარი საგარეო ვალია, ხოლო საშინაო ვალი 2 566 მლნ ლარს შეადგენს. 2014 წელს სახელმწიფო ვალი 1 010 მილიონი ლარით გაიზარდა,საიდანაც, შიდა ვალის ზრდამ 517 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საგარეო ვალი კი 493 მილიონი ლარით გაიზარდა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტისმიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობა 1 610 მლნ ლარის ვალის აღებას გეგმავს, საიდანაც 600 მილიონი შიდა რესურსებიდან, ხოლო 1 010 მილიონი, საგარეო წყაროებიდან იქნება მოზიდული.
სახელმწიფო ვალის მიზანშეწონილობის ანალიზისთვის მნიშვნელობა არა იმდენად ვალის მოცულობას, არამედ სახელმწიფო ვალის სტრუქტურას, კერძოდ კი იმას აქვს, თუ რა წყაროებიდან ხდება ვალის აღება და როგორ ხდება მიღებული ფინანსური რესურსების ხარჯვა. საშინაო და საგარეო ვალის აღება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ხდება. 2012 წლამდე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად საგარეო წყაროებიდან ხდებოდა (იხ გრაფიკი 1), ხოლო 2013 წელს ბიუჯეტის დეფიციტის 40% შიდა ვალის აღებით დაფინანსდა. განვითარებადი ქვეყნებისთვის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება საშინაო ვალის ხარჯზე არასასურველია, ვინაიდან, სახელმწიფო შიდა ვალის აღებით საკრედიტო რესურსების ათვისებაში კონკურენციას კერძო სექტორს უწევს. 2014 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებში სახელმწიფო ვალის წილი 32%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 6% იყო.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგარეო ვალის ტვირთზე გავლენას საპროცენტო განაკვეთების და სავალუტო კურსის რყევები ახდენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,
საგარეო ვალის 72% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთშია აღებული, რაც საპროცენტო განაკვეთების რყევების უარყოფით გავლენას ამცირებს, თუმცა ვალუტის კურსის რყევებისგან დაცული მაინც არაა.
საინტერესოა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის დანიშნულებაც. ამისთვის, საჭიროა გავაანალიზოთ, თუ როგორ ნაწილდება ბიუჯეტის ხარჯები (იხ. ცხრილი 1). 2012 და 2013 წლებში ბიუჯეტის საოპერაციო სალდო დადებითი იყო, შესაბამისად, ვალი მიმდინარე ხარჯების (აქ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება არ შედის) დასაფინანსებლად არ აღებულა. 2014 წელს საოპერაციო სალდო დეფიციტური იყო და 45.5 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე ხარჯები სწორედ ვალით დაფინანსდა.
2012-2014წლებში ინფრასტრუქტურული ხარჯები შემცირდა, თუმცა სახელმწიფოს მიერ ახალი ვალის აღება გაიზარდა. ვალის ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო ნაწილი კი ფინანსური აქტივების შეძენას მოხმარდა.
ცხრილი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები
მილიონი ლარი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
საოპერაციო სალდო |
-44.9 |
618.5 |
549 |
293.8 |
-45.5 |
84.5 |
არაფინანსური აქტივების ზრდა |
1020 |
1039 |
729 |
768 |
617 |
853 |
ფინანსური აქტივების ზრდა |
334 |
430 |
377 |
283 |
272 |
597 |
სახელმწიფო ვალის ზრდა |
1447 |
735 |
748 |
738 |
1570 |
1610 |
საქართველოს კანონით – „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
“ სახელმწიფო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდირებული ვალი/მშპ-ს ლიმიტი 50%-ია. 2014 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება 35.6% იყო, ხოლო მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემი 36.3%-ია.
მინისტრი ცდება, როცა აცხადებს, რომ საქართველოს მშპ-სთან მიმართებაში ყველაზე დაბალი ვალი აქვს აზერბაიჯანის, ესტონეთის და რუსეთის შემდეგ. ნოდარ ხადურს თავის განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნების ჯგუფთან მოახდინა მან შედარება. ფაქტ-მეტრმა რამდენიმე ვარიანტი განიხილა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალი/მშპ[1]თანაფარდობის მიხედვით (33.2%), საქართველო 61-ე ადგილზეა, დსთ-ს ქვეყნებს შორის მე-9 ადგილზე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ვალი/მშპ-ს თანაფარდობით მე-11 ადგილს იკავებს. შესაბამისად, საქართველოზე დაბალი ვალი, გარდა მინისტრის მიერ დასახელებული ქვეყნებისა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ.
ცხრილი 2:
ქვეყნები ვალი/მშპ-ს პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები |
განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები |
|||||
1 |
უზბეკეთი |
8.6% |
1 |
ესტონეთი |
10.3% |
1 |
2 |
ესტონეთი |
10.2% |
2 |
ლუქსემბურგი |
24.2% |
2 |
3 |
ყაზახეთი |
13.7% |
3 |
ნორვეგია |
29.5% |
3 |
4 |
რუსეთი |
15.7% |
4 |
ავსტრალია |
30.6% |
4 |
5 |
თურქმენეთი |
15.8% |
5 |
საქართველო |
33.9% |
5 |
6 |
აზერბაიჯანი |
15.9% |
6 |
6 |
||
7 |
ბულგარეთი |
25.2% |
7 |
|||
8 |
მოლდოვეთი |
25.4% |
8 |
|||
9 |
ტაჯიკეთი |
28.8% |
9 |
|||
10 |
თურქეთი |
33.6% |
||||
11 |
საქართველო |
33.9% |
საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე წელს 36.3%-ითაა განსაზღვრული, რაც დასაშვებია საქართველოს კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ და ასევე არ სცდება არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ ლიმიტებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც 2013-2014 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის, ისე გასული წლის ბოლოს ექსპორტის შემცირება და ლარის კურსის გაუფასურება სახელმწიფო ვალის ტვირთის მაჩვენებელს ზრდის, რამაც მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო ვალი 1.3 მილიარდი ლარით, ანუ მშპ-ის მიმართ 34.8%-დან 35.6%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ საქართველოს ყველაზე დაბალი ვალი აქვს ესტონეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, ის ზუსტი არ არის. მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მშპ-სთან მიმართებაში საქართველოზე ნაკლები ვალი 60 ქვეყანას აქვს. ასევე, საქართველო მეცხრე ადგილზეა დსთ-ს ქვეყნებს შორის და მე-11 ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ნოდარ ხადურის განცხადება: „საქართველოს აქვს პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ვალი. ჩვენზე წინ არიან მხოლოდ ესტონეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი,“ არის ნახევრად სიმართლე.
სავალუტო ფონდი მთავრობის ვალის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ეროვნული ბანკის ვალს არ მოიცავს. შესაბამისად, გვაქვს სხვაობა სტატიაში ზემოთ მოყვანილ სახელმწიფო ვალის რიცხვსა და სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ მთავრობის ვალის მაჩვენებელს შორის