• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV

შესწორება/საჩივრები

„ფაქტ-მეტრის“ შესწორება/გასაჩივრების პოლიტიკა


2013 წლიდან „ფაქტ-მეტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდა და მათ განცხადებებში მოცემული ფაქტების გადამოწმებაა. „ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, „ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.


განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ.


შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ.


განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელია ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის მიერ დარეკლამებული კონტენტი), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.


დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე [email protected], ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო სტატიის ავტორთან ერთად განიხილავს [1].


[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით. 

თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy  


ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/ 


IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.



2022 წელს შესწორებული მასალები



  • იოსებ ხახალეიშვილი: „სულ მოკლე ხანში დაიწყება აღნიშნული ობიექტების [ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე და კოლხური შადრევანი] რეაბილიტაცია“. https://factcheck.ge/ka/story/41094

  • სოციალურ ქსელში არესტოვიჩის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/40853

  • სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“. https://factcheck.ge/ka/story/41425


2023 წელს შესწორებული მასალები



  • ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას - https://factcheck.ge/ka/story/42156 

  • დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა - https://factcheck.ge/ka/story/42271

  • [განახლებულია] ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტა, ისრაელის გამოცემა არ ადასტურებს - https://factcheck.ge/ka/story/42272 



2024 წელს შესწორებული მასალები


  • [განახლებულია] სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნისას „საიდუმლო სერობის“ პაროდია აჩვენეს - https://factcheck.ge/ka/story/43098


  • [განახლებულია] სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის Deepfake ვიდეო ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/42484


  • გიორგი ვაშაძე VS დიმიტრი ხუნდაძე - https://factcheck.ge/ka/story/42656


  • ლიეტუვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდა და თავად რუსეთში საქართველოზე მეტი ღვინო გაყიდა - https://factcheck.ge/ka/story/43320-lietuva-rusetistvis-sanqtsiebis-datsesebas-gvtkhovda-da-tavad-rusetshi-saqartveloze-meti-ghvino-gayida

ყველა სიახლე

  • გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

    გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყა...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

    იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა

    ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა