• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ის „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაცია“ სამოქალაქო ომისთვის ემზადება

დეზინფორმაცია: აშშ-ის „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაცია“ სამოქალაქო ომისთვის ემზადება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აშშ იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ასევე დასძენს, რომ აშშ-ში ყველას ესმის, რომ „ზვავის მიგრაცია“ ხალხის ინტერესებისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ამიტომ „მოტოციკლის ვეტერანთა ფედერაცია“ სამოქალაქო ომისთვის ემზადება. რეალურად, „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ აღნიშნულ შეხვედრაზე წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ, როგორც ამას ყველა შეხვედრის შესავალ ნაწილში აკეთებენ.

გავრცელებულ ვიდეოზე წარმოდგენილია „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი შეკრების კადრები. ასოციაციაში ომის ვეტერანები, მხარდამჭერი და დამხმარე წევრები (ვეტერანთა მეუღლეები) ერთიანდებიან. გარდა ამისა, ასოციაციის წევრები მოტოციკლეტების მოყვარულები არიან და ყოველწლიურად აგროვებენ თანხას ვეტერანთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ღირსების შესანარჩუნებლად. ისინი მოქმედებენ დევიზით - „ვეტერანები ეხმარებიან ვეტერანებს“. 

მნიშვნელოვანია, რომ „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ მიერ სამოქალაქო ომისთვის გაერთიანებისა და მზადების შესახებ ინფორმაცია არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებებისა, თუ მათ პირად ვებგვერდზეც არ იძებნება.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციას“ დაუკავშირდა. ასოციაციის თანახმად, 2023 წლის შეხვედრის ეს კადრები, ასოციაციის წევრის Instagram-პოსტიდან უნებართვოდ აიღეს და ყალბი მტკიცებით, არაერთგზის  გაავრცელეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოში ასოციაციის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ და ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს  გამოხატავენ.

„სამწუხაროდ, ეს ვიდეო CVMA® წევრის ლეგიტიმური ინსტაგრამ პოსტიდან მოიპარეს. ის [ვიდეო] ათასჯერ იქნა გამოყენებული (ამ ეტაპზე) ნებისმიერი საზიზღარი მიზეზით, რომლისთვისაც ქურდები ირჩევენ მის გამოყენებას. ჩვენმა ეროვნულმა დირექტორთა საბჭომ იცის [აღნიშნული ფაქტის შესახებ} და აქტიურად მუშაობს მათ [გავრცელებული ვიდეოების} აღმოსაჩენად და წასაშლელად“. 

„ჭეშმარიტი ისტორია რომ მოგაწოდოთ, ეს ვიდეო გადაღებულია ჩვენი „ეროვნული კონვენციის“ დროს გასულ წელს ერთ-ერთი წევრის მიერ. ეს არის გახსნის ცერემონიის ვიდეო და უბრალოდ აჩვენებს CVMA-ს წევრებს, რომლებიც ერთგულების ფიცს კითხულობენ... რასაც ჩვენ ყოველი შეხვედრისას ვაკეთებთ. მე პირადად ვიყავი იქ და გარწმუნებთ, [კადრებზე] სხვა არაფერია ნაჩვენები, გარდა იმისა, რომ CVMA წევრები სიყვარულს გამოხატავენ ჩვენი ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ. ასე მარტივად“.  

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დუგლას ემჰოფი
სამოქალაქო ომისთვის მზადება
ევროკავშირი
„ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაცია“
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა