სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გაყალბებული პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ყალბ პოსტში ვკითხულობთ: „კონსტანტინე მორგოშია აქილეფსია, დავითია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით უზარმაზარ გველეშაპს ეკვეთა და სწორედ ის წაგვიძღვება დიდი გამარჯვების გზაზე, რომელიც ბატონმა დავით თარხან მოურავმა დაულოცა. დიდია დავითის ლოცვის ფასი და კონსტანტინე მორგოშიას ბრძოლის ჟინი“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია. ირმა ინაშვილს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ირმა ინაშვილის Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ გამოქვეყნებულა. გავრცელებული ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებებზე მოიძებნა. Facebook-გვერდი „პრემიერი“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ციტატებს ხშირად ავრცელებს, რასაც ირმა ინაშვილი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან პოსტში აღნიშნა: „ეს გვერდი მიზანმიმართულად არა მხოლოდ ტყუილს, არამედ ყალბ ციტატებს ავრცელებს! უკვე მერამდენედ შეჰყავს შეცდომაში მკითხველი და მერამდენედ ავრცელებს ჩვენი პარტიის ლიდერების ყალბ ციტატებს“.

ამავდროულად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში ვხვდებით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ Facebook-გვერდის კომენტარს, რომელშიც მითითებულია, რომ ციტატა ყალბია.

მსგავსი კომენტარი გვხვდება Facebook-გვერდის „პრემიერი“ მიერ გავრცელებულ სხვა პოსტშიც, სადაც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის ყალბი ციტატაა წარმოდგენილი.

ამგვარად, ირმა ინაშვილის სახელით გავრცელებული პოსტის ფოტოანაბეჭდი, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია