სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ტიტე ნატუტარი“ ტელეკომპანია „იმედის“ ვიზუალით ქარდს ავრცელებს, რომელზეც ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძეა გამოსახული. ქარდზე დატანილია ციტატა, რომელიც თითქოს ბუდუ ზივზივაძეს ეკუთვნის: „შეთავაზება მივიღე "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიულ სიაში ჩასასმელად. თუ, კვლავ გაგრძელა ჩემს მიმართ უსამართლობა ვფქირობ, მივიღებ გადაწყვეტილებას და დავდგები ისტორიის ნათელ მხარეს. არა რუსულ კანონს, არა ძალადობას!“. სინამდვილეში ქარდი რედაქტირებულია და ბუდუ ზივზივაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ქარდზე დატანილი ტექსტი განსხვავებულია „იმედის“ ქარდების ტექსტის ვიზუალისგან, ამასთან, მრავლადაა გრამატიკული შეცდომაც.

„ფაქტ-მეტრმა“ ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-გვერდი შეამოწმა, სადაც ბუდუ ზივზივაძის იდენტური ფოტოს გამოყენებით ქარდი 2024 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა. მასზე დატანილი ტექსტი კი შემდეგია: „თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ“.

შესაბამისად, გავრცელებული ქარდი რედაქტირებულია, ხოლო ციტატა - გამოგონილი.

------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია