სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2,3,4,5) წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ განაცხადა: „რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი“. რეალურად, არც ერთ ღია წყაროში მსგავსი განცხადება არ იძებნება. მეტიც, ფეხბურთელს 26 ივნისის მატჩის შემდეგ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიელთა შემადგენლობაში 65 წუთის განმავლობაში ითამაშა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს არც ინგლისურ და არც პორტუგალიურ ენებზე საქართველოსთან მატჩის შემდეგ განცხადება ჯერჯერობით საერთოდ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში კომენტარი სხვა პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, მათ შორის ბერნარდო სილვამ, რომელმაც კრიშტიანუზე აღნიშნა: „მას არ უყვარს წაგება. ასე რომ, ის მაინც ცოტათი განაწყენებულია“.

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ რონალდუს მაისური გამოართვა: „რონალდუს მაისური გამოვართვი... თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, რომელსაც პორტუგალიელ ფეხბურთელს მიაწერენ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია