სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ქართველი ფეხბურთელების ფოტოებს (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7) აქვეყნებენ, მტკიცებით, რომ ისინი ხელით ილუმინატების, მასონების ან უბრალოდ, „არაქრისტიანულ“ სიმბოლოებს აკეთებენ. რეალურად, აღნიშნული ჟესტი სხვადასხვა სპორტსმენის მიერ გოლის, მოპოვებული ქულის აღსანიშნად გამოიყენება.

2011 წელს აღნიშნულ ჟესტთან დაკავშირებით სტატია The Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, სათვალის სიმბოლოს გავრცელება სეზონის დასაწყისში პორტლენდში ხუმრობით დაიწყო. პეტი მილსს, NBA-ის ტრეილ ბლეიზერსის მცველს, თანაგუნდელ რუდი ფერნანდესთან ხუმრობა უყვარდა მისი ცუდი მხედველობის გამო. ერთ-ერთი მატჩის პირველ ნახევარში, როცა ფერნანდესი შორ მანძილიდან ბურთის ზუსტად სროლა უჭირდა, მილსმა მას განუცხადა, რომ სათვალე ან კონტაქტური ლინზები უნდა გამოეყენებინა. ამავე მატჩში ფერნანდესის რამდენიმე სამქულიანი სროლის შემდეგ სპორტსმენი მილსს მიუბრუნდა და სათვალის ჟესტი აჩვენა (საჩვენებელი თითი და ცერა თითი წრიულად მიიტანა თვალებთან, დანარჩენი სამი თითი კი ზემოთ ჰქონდა გაშლილი), რითაც ანიშნა, რომ მას სათვალე არ სჭირდებოდა.

The Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ სიმბოლო საკალათბურთო გუნდსა და მისი გულშემატკივრების რიგებს გასცდა და დღეს მხოლოდ კალათბურთის თამაშისას სამქულიან სროლასთან აღარ ასოცირდება.

„სათვალის“ ნიშანს ხშირად ფეხბურთელებიც იყენებენ გატანილი გოლისა და შესაბამისად, ანგარიშის ცვლილების აღსანიშნავად (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4). დღეისთვის, ხელის ამ ჟესტს უკვე მრავალი განსხვავებული, თუმცა უწყინარი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, პედრი, ესპანელი ფეხბურთელი, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, აღნიშნულ სიმბოლოს გოლის აღსანიშნად და მამის პატივსაცემად იყენებს. ფეხბურთელის განმარტებით, მამა, რომელმაც მას ფეხბურთის სიყვარული ჩაუნერგა, სათვალეს ატარებს.

ლეანდრო ტროსარი, ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი, იმავე ჟესტს გოლის აღსანიშნად საკუთარი შვილის თხოვნით იყენებს. ფეხბურთელის განმარტებით, სიმბოლო მისმა შვილმა, სავარაუდოდ, YouTube-ზე სუპერგმირების ყურებისას ნახა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ გოლის გატანისას ამ აღნიშვნას იყენებს, სახლში დაბრუნებულს კი შვილი იმავე ჟესტით ხვდება.

გოლის აღსანიშნად „სათვალის“ ჟესტი „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმაც გამოიყენა. ფეხბურთელის განმარტებით, აღნიშვნა მისი დისშვილისთვის არის განკუთვნილი, რომელიც სათვალეს ატარებს.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მტკიცება, აღნიშნული სიმბოლოს მასონებთან და სატანისტებთან კავშირის შესახებ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია