სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ პოსტი გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვით, ბრიტანულ Telegraph-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „უკრაინამ იცის, რომ ის დასრულებულია“ (ინგლისურად „Ukraine knows it is finished“). Facebook-გვერდი ამ მტკიცების გასამყარებლად პოსტს ურთავს ფოტოს, რომელიც თითქოს სტატიის გარეკანს და სათაურს ასახავს. Facebook-გვერდს მითითებული აქვს Telegraph-ის სტატიის ბმულიც.

სინამდვილეში, ფოტოს სათაური რედაქტირებულია. პოსტში მითითებული ბმულის გახსნის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სტატიას რეალური სათაურით „დასავლური შეიარაღების გარეშე, უკრაინას შესაძლოა, მხოლოდ თვეები ჰქონდეს დარჩენილი“.

სტატიაში ავტორი საუბრობს იმაზე, რომ „უკრაინის ომი კრიტიკულ ეტაპს აღწევს, რადგან დასავლეთის ინტერესი უკრაინის დასახმარებლად კვლავ შემცირების რისკის ქვეშ იმყოფება“. სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ფაქტს, რომ ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან გაძლიერებული კავშირებითა და სანქციების გვერდის ავლით რუსეთმა ეკონომიკა ომის მოდელზე გადააწყო. ხოლო, როცა უკრაინა დასავლური შეიარაღების მოლოდინშია, რუსეთი, ხარისხის კუთხით, დასავლური შეიარაღების შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, რაც რაოდენობრივად უკრაინისას ბევრად აღემატება.

ამავე სტატიაში ავტორი რუსეთის ადამიანური რესურსის უპირატესობაზეც ამახვილებს ყურადღებას და იმ ფაქტზე, რომ პუტინს საკუთარი ახალგაზრდების „ხორცსაკეპ მანქანაში“ გაგზავნის მიმართ წუხილები არ გააჩნია. საბოლოოდ კი ასკვნის, რომ პუტინის მიერ ძალის კონსოლიდაციისა და დასავლეთში შესუსტებული ინტერესის ფონზე, უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმე თვე დარჩა. თუმცა უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ევროპის რუკას შეცვლის და გააჩენს ისეთ საფრთხეს, რაც კონტინენტს 80-ზე მეტი წლის განმავლობაში არ უნახავს, ეს კი დავიწყებული არ უნდა იყოს.

ამდენად არც სათაურში და არც სტატიის ტექსტში რედაქტირებულ ფოტოზე ნაჩვენები სიტყვები „უკრაინამ იცის, რომ ის დასრულებულია“ (ინგლისურად „Ukraine knows it is finished“), არ გვხვდება.

დამატებით, მსგავსი სათაურის სტატია არც Telegraph-ის ვებგვერდზე საძიებო ველის გამოყენებისას იძებნება.

ცნობისთვის, Telegraph-ის ვებგვერდზე არსებულ განყოფილებაში „Corrections and clarifications“, რომელიც სტატიებში შეტანილ შესწორებებსა და დამაზუსტებელ კომენტარებს ეხება, არ გვხვდება მითითება იმის შესახებ, რომ 2024 წლის 28 მაისს გამოქვეყნებულ აღნიშნულ სტატიაში ან მის სათაურში რაიმე სახის ცვლილება შევიდა. ეს გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ Telegraph-ის გვერდზე სტატია თავდაპირველად სათაურით „უკრაინამ იცის რომ ის დასრულებულია“ გამოქვეყნებულიყო, შემდეგ კი სათაურად -„დასავლური შეიარაღების გარეშე, უკრაინას შესაძლოა, მხოლოდ თვეები ჰქონდეს დარჩენილი“ გადაეკეთებინათ.

ამდენად, Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული მტკიცება, რომ ბრიტანულმა Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინამ იცის რომ ის დასრულებულია“, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია