სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი წყვილის ფოტოს აზიარებს, აღწერით: - „მე და ჩემი გეი მეგობრები არ დავუშვებთ ქვეყნის გარუსებას, აცხადებენ ილია უნის ბიჭუნები“. გავრცელებული პოსტი ქმნის წარმოდგენას, თითქოს, სურათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გამოსახული, რომლებიც ე.წ. „რუსულ კანონს“ ეწინააღმდეგებიან. რეალურად, გავრცელებული ფოტოები გრაფიკული რესურსების ესპანურ პლატფორმაზე 2019 წელს გამოქვეყნდა და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

გავრცელებული ფოტოების TinEye.com-ის მეშვეობით, მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ინტერნეტსივრცეში პირველად 2019 წლის 21 მარტს, Freepik-ის მიერ გავრცელდა. Freepik კომპანიაა, რომლის მიზანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ილუსტრაციები, ფოტოები, ხატები, მაკეტები და პრეზენტაციების შაბლონები შესთავაზოს.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოებთან ერთად, Freepik-მა 2019 წელს იმავე წყვილის მონაწილეობით მთლიანობაში 120 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული.

ამდენად, გამოქვეყნებულ ფოტოში აღბეჭდილ ადამიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვთ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით გამოქვეყნებული არც მსგავსი განცხადების არსებობა დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია