• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-გვერდი „აგენტურა“ ალეკო ელისაშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს

Facebook-გვერდი „აგენტურა“ ალეკო ელისაშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულირება

11/04/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილის ვიდეოს (დაარქივებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს. ვიდეო აქტიურად ვრცელდება Facebook (ბმული 1, 2, 3, 4) და TikTok (ბმული 1, 2) პლატფორმებზე.

გავრცელებული ვიდეო წარმოდგენას ქმნის, თითქოს, პოლიტიკოსი ადრე აცხადებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანური შემოსავლები გაუმჭვირვალე და დახურული იყო, ხოლო ახლა პოზიცია შეიცვალა და ამტკიცებს, რომ საჯარო რეესტრში ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება. რეალურად, ინტერვიუში, რომლიდანაც ვიდეოს პირველი მონაკვეთია ამოჭრილი, ალექსანდრე ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს აფასებს და არა მათ ფინანსურ შემოსავლების გამჭვირვალობას.  

გავრცელებულ ვიდეოს დასაწყისში ალექსანდრე ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქედმაღლობა ახასიათებთ და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, თვითონ არიან დახურულები. ვიდეოს ეს მონაკვეთი მისი 2022 წლის 5 ოქტომბრის ინტერვიუდან არის ამოჭრილი. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას, იგი სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენისა და შერჩევის პროცესის შესახებ საუბრობდა. 

გადაცემის წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვის კანდიდატურას უჭერს მხარს სახალხო დამცველის პოსტზე, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ  პარტია „მოქალაქეებს“ ფავორიტი არ ჰყავს და ყველა კანდიდატს განიხილავს. ამავდროულად, იგი დასძენს, რომ ერთადერთი, რაც მათთვის ამ პროცესში მოსაწონი არ იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატურის შერჩევის დახურული პროცესი გახლდათ. „არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ეს რაღაც ქედმაღლობა, სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან ხოლმე დახურულები. თვითონ შეარჩიეს კანდიდატები, როგორ არ ვიცით, და წარმოადგინეს. უფრო მეტად რომ გაეხსნათ პროცესი, იქნებოდა უკეთესი, ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები მათ მიერ კანდიდატების შერჩევაში“, - განაცხადა მან (იხილეთ ჩანაწერი 15:13-დან).

რაც შეეხება გავრცელებული ვიდეოს მეორე მონაკვეთს, მასში ალეკო ელისაშვილი სულ სხვა თემის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებულ ცნობების ხელმისაწვდომობის შესახებ საუბრობს (იხილეთ ინტერვიუს სრული ჩანაწერი 5:07-დან), განსხვავებით ვიდეოს პირველი მონაკვეთისგან, სადაც იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს აფასებს.

ამრიგად, გავრცელებულ ვიდეოში ალეკო ელისაშვილის სხვადასხვა თემაზე გაკეთებული ორი კომენტარი ერთმანეთთან იმგვარად არის დაკავშირებული, რომ მსმენელს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალეკო ელისაშვილი
გამჭვირვალობა
არასამთავრობო ორგანიზაციები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა