• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რომის პაპმა მრევლს მოუწოდა, არ შეეშინდეს „ჩიპიზაციის“

დეზინფორმაცია: რომის პაპმა მრევლს მოუწოდა, არ შეეშინდეს „ჩიპიზაციის“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში Levan Tavdishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), რომის პაპის გაყალბებულ განცხადებას აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, რომის პაპმა მრევლს მოუწოდა არ შეეშინდეს „ჩიპიზაციის“, თუკი ის იქნება შემოღებული, რამდენადაც ყველაფერი ხალხის ჯანმრთელობისთვის კეთდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იერარქმა ასევე დადო პირობა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, თავად ჩაიდგამს კანქვეშ მოწყობილობას და აიძულებს ამის გაკეთებას ყველა კათოლიკე ეპისკოპოსს. რეალურად, აღნიშნული განცხადება რომის პაპს არ გაუკეთებია და Facebook-ანგარიშის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია 2020 წლის 28 აპრილს გამოქვეყნებულ გროტესკულ ტექსტს ეფუძნება.

 

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დადებითად შეაფასეს პაპის სიტყვები და ვატიკანში გარკვეული რაოდენობის თანამედროვე ჩიპების გაგზავნის პირობა დადეს. პოსტის მტკიცებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შესანიშნავი სიტყვები წარმოითქმება ესოდენ სულიერი და გავლენიანი ადამიანის მიერ. ეს დაეხმარება საზოგადოებას დაძაბულობის შემცირებაში და აარიდებს ზედმეტ საუბრებს ,,ჩიპიზაციის" მავნებლობის შესახებ." არც ერთ საძიებო სისტემაში, არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე,  რომის პაპის, WHO-ის და ტედროს ადანომ გებრეისუსის მსგავსი განცხადებები არ იძებნება.

ამავდროულად, Facebook-ანგარიში ინფორმაციის გავრცელებისას ისეთ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას ეყრდნობა, რომლის მთავარი გაფრთხილების მიხედვითაც, საიტზე განთავსებული ყველა ტექსტი გროტესკული პაროდიაა და რეალურ სიახლეს არ წარმოადგენს.

 

 

ამგვარად, მტკიცება, რომ რომის პაპმა მრევლს მოუწოდა, „ჩიპიზაციის“ არ შეეშინდეს, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#რომის პაპი
#გაყალბებული განცხადება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა