სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ცესკოს თამჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ნასამართლევია. აღნიშნული ყალბი ცნობა „რადიო თავისუფლების“ Facebook-გვერდზე, გადაცემა „დილის საუბრების“ ვიდეოს კომენტარების სექციაში გავრცელდა.
სინამდვილეში, გიორგი კალანდარიშვილი ნასამართლევი არაა, რასაც მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობის დროს მიწოდებული დოკუმენტაციიდან ვიგებთ. აღნიშნული საბუთები პარლამენტის ვებგვერდზე საჯაროდაა ხელმისაწვდომი.შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ნასამართლობის შესახებ 2021 წელს გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ გიორგი კალანდარიშვილი ნასამართლევი არ არის. შესაბამისად, გავრცელებული ცნობა წარსულში კალანდარიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენისა და ამის გამო სასჯელის ციხეში მოხდის შესახებ სიცრუეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბის გამავრცელებელი Facebook-ანგარიში არაავთენტურია. კერძოდ, მომხმარებელი სახელად „მალხაზი გოგოხია“, რომელიც, თითქოს, ზუგდიდიდანაა, საკუთარი იდენტობის შესანიღბად უცხო ადამიანის სურათებს იყენებს.აღნიშნული მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ფოტოსურათებს ფაქტ-მეტრმა სოციალურ ქსელ VKontakte-შიც მიაკვლია, სადაც ფოტოსურათებზე გამოსახულ პიროვნებად ვიტალი მინინია მითითებული.