• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსი ფილტვების ქიმიური მოწამვლაა

დეზინფორმაცია: კორონავირუსი ფილტვების ქიმიური მოწამვლაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ 5-წუთიანი რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და აკადემიკოსი ვლადისლავ გონჩარუკი საუბრობს. ვიდეოში გონჩარუკი კორონავირუსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსის სიკვდილიანობის მიზეზი არა თავად ვირუსი, არამედ პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის შემცველი სადეზინფექციო ხსნარია, რომლითაც დეზინფექციას ატარებენ. შესაბამისად, ვიდეოზე დაყრდნობით, ლილუ ლილუ ამტკიცებს, რომ ადამიანებს არა კორონავირუსი, არამედ „ქიმიური პნევმონია ემართებათ“. რეალურად, ვიდეოში გავრცელებული მტკიცება, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მიზეზი ადამიანების ფილტვების სადეზინფექციო ხსნარით ქიმიური ინტოქსიკაციაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. 

ვიდეოში ვლადისლავ გონჩარუკი  ამბობს, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მიზეზი პაციენტების ფილტვების ქიმიური ინტოქსიკაციაა, რასაც პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები იწვევს. მისი თქმით, რომ არა კონკრეტული ტოქსიკური ხსნარები, ადამიანებისთვის კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი (PHMG) მთელი რიგი სადეზინფექციო ხსნარის შემადგენლობაში ნამდვილად შედის  და  აქამდე არაერთგზის გავრცელებული დეზინფორმაციები სადეზინფექციო ხსნარის ტოქსიკურობისა და ფილტვების დაზიანების შესახებ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) ხშირად სწორედ ამ ნივთიერების არსებობას ემყარება.  

პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის ფოსფატი (PHMG) არის პოლიმერული გუანიდინის ოჯახის წევრი, რომელიც, როგორც ბიოციდი მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება, მისი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებების გამო. ის გამოირჩევა შედარებით დაბალი ტოქსიკურობით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

PHMG-ს ნაერთი ასევე გამოიყენებოდა, როგორც ჰაერის დამატენიანებელი/გამწმენდი სადეზინფექციო საშუალება. თუმცა, რამდენიმე ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ - ტენიანობის საშუალებით PHMG–ს ზემოქმედებასა და ფილტვების მძიმე დაზიანებებს შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოავლინა (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). პოლიჰექსამეთილენი ჩასუნთქვისას, როდესაც ის გამოყენებულია როგორც ჰაერის გამწმენდი/დამატენიანებელი აეროზოლი, ტოქსიკურ ეფექტს ავლენს და ფილტვებს აზიანებს. ხელის სადეზინფექციო ხსნარში გამოყენებული PHMG-ის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ, მტკიცებულებები არ მოიპოვება. 

ხელის სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება პოლიჰექსამეთილენ ბიგუანიდი (PHMB). ანტისეპტიკებში არსებული PHMB-ს კონცენტრაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი გამოყენება რეკომენდებულია.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ კორონავირუსი სადეზინფექციო ხსნარების არგამოყენების შემთხვევაში ჩვეულებრივი გრიპი იქნებოდა, ასევე არასწორია. აღსანიშნავია, რომ გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე, ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. უფრო დეტალურად, ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თენგიზ ცერცვაძე
ქიმიური ინტოქსიკაცია
ფილტვები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა