• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ქუჩებს ნივთიერება „პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინით“ რეცხავენ, რომელიც „ქიმიური პნევმონიას“ იწვევს

დეზინფორმაცია: ქუჩებს ნივთიერება „პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინით“ რეცხავენ, რომელიც „ქიმიური პნევმონიას“ იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ქუჩებს ნივთიერება „პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინით“ რეცხავენ, რომელიც „ქიმიური პნევმონიას“ იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება Facebook-მომხმარებლების, დავით გიორგობიანის, Mamuka Kobaladze-ის და ცისფერმანდილოსანი ა.-ს მიერ  15 აგვისტოს გამოქვეყნებული დეზინფორმაციული პოსტი. Facebook-პოსტში წარმოდგენილია ვიდეო- მასალა, სადაც ავტორის თანახმად, ვარკეთილი-სამგორის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული - გზატკეცილი, რომელიც თეთრი სითხითაა დაფარული. მასალის მიხედვით, ეს სითხე „ნივთიერება პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინია, რომელსაც ღამე ასხურებენ ცენტრალურ გზებზე, რათა მოსახლეობაში ხელოვნურად გამოიწვიონ ქიმიური პნევმონია“. როგორც პოსტის აღწერაში, ისე კომენტარების სექციაში იკვეთება მტკიცება, თითქოს ამ გზით  ხალხის დაავადებას ცდილობენ და შემდეგ კორონას აბრალებენ. მასალის თანახმად, მოსახლეობას ამ ნივთიერებით გაჟღენთილი და გაჯერებული სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებითა და PCR ტესტებით დააინფიცირებენ და შემდეგ „ლუციფერის შხამქცინით“ სასწრაფოდ აცრიან.

Mamuka Kobaladze-ის პოსტს 4 ათასზე მეტი გავრცელება და 400-ზე მეტი რეაქცია აქვს. მასალა ასევე გავრცელდა ისეთ Facebook-ჯგუფებში, როგორებიცაა: „❤მიშას🇬🇪🇺🇦მხარდამჭერები❤(official)“, „მე არ მინდა რუსი ივანაშვილის საქართველო“, „მთავარი არხის მხარდამჭერთა ჯგუფი“ და სხვა.

თბილისში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები 11 მაისს დაიწყო. როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, გზების მორეცხვის სამუშაოების ფარგლებში სპეციალური ტექნიკის დახმარებით თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად ირეცხება. აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. გზების მორეცხვა 00:00-04:00 დროის პერიოდში ხდება. იმის გასარკვევად, თუ რა სახის სითხე გამოიყენება გზების მოსარეცხად, „ფაქტ-მეტრი“ „თბილსერვის ჯგუფს“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მორეცხვა უბრალო წყლის ძლიერი ნაკადის საშუალებით ხდება. ეს არ არის დეზინფექცია და ამიტომ არანაირი ქიმიური ნივთიერება, შესაბამისად, არც პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი არ გამოიყენება. 

ფოტო: „თბილსერვის ჯგუფი“

რაც შეეხება საკუთრივ ნივთიერება პოლიჰექსამეთილენ გუანიდინს (PHMG), აღსანიშნავია,  რომ ის რიგი სადეზინფექციო ხსნარის შემადგენლობაში მართლაც  შედის. სწორედ ამ ნივთიერებას ემყარება გავრცელებული დეზინფორმაციები სადეზინფექციო ხსნარის ტოქსიკურობის და ფილტვების დაზიანების შესახებ. მაგალითად, როგორც აღვნიშნეთ,  მოცემული პოსტში წარმოდგენილია ყალბი მტკიცება, თითქოს, მოსახლეობას აღნიშნული ნივთიერებით გაჟღენთილი და გაჯერებული სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებითა და PCR ტესტებით აინფიცირებენ და შემდეგ სასწრაფოდ ცრიან.

პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის ფოსფატი (PHMG) არის პოლიმერული გუანიდინის ოჯახის წევრი. მისი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებების გამო, ფართოდ გამოიყენება როგორც ბიოციდი მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში. ის შედარებით დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. PHMG-ს ნაერთი ასევე, როგორც ჰაერის დამატენიანებელი/გამწმენდი სადეზინფექციო საშუალება, ისე გამოიყენებოდა. რამდენიმე ეპიდემიოლოგიურმა და ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ ტენიანობის საშუალებით PHM-ს ზემოქმედებასა და ფილტვების მძიმე დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირი გამოავლინა (იხილეთ ბმული). პოლიჰექსამეთილენი ჩასუნთქვისას, როდესაც ის გამოყენებულია როგორც ჰაერის გამწმენდი/დამატენიანებელი აეროზოლი, ტოქსიკურ ეფექტს ავლენს და ფილტვებს აზიანებს. ხელის სადეზინფექციო ხსნარში გამოყენებული PHMG-ის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ მტკიცებულებები არ მოიპოვება (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა და თანდართული აღწერა, თითქოს ქუჩების მოსარეცხად ნივთიერება პოლიჰექსამეთილენ გუანიდინს იყენებენ, რომელიც პნევმონიას იწვევს, არის ყალბი ამბავი. ამ შემთხვევაში PHMG საერთოდ არ გამოიყენება, ხოლო რაც შეეხება ხელის სადეზინფექციო ხსნარში გამოყენებულ PHMG-ს, მისი კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ მტკიცებულებები არ მოიპოვება.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინი
ქუჩების მორეცხვა
ქიმიური პნევმონია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა