• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული მკლავი 1 ლარიანის მონეტას იკრავს

დეზინფორმაცია: ვაქცინირებული მკლავი 1 ლარიანის მონეტას იკრავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინირებული მკლავი 1 ლარიანის მონეტას იკრავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 15 ივლისს Facebook-მომხმარებელმა - Nika Elikashvili - გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით - „აი ამაზე გამეცით ვინმემ კითხვაზე პასუხი რატო იკრავს რა ადგილასაც აცრა გვაქვს გაკეთებული მონეტას“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეკვრის ქალს მკლავზე 1 ლარიანის მონეტა, ამ მიზიდულობის მიზეზად კი აღნიშნულ მკლავზე ვაქცინის გაკეთებაა დასახელებული. პოსტის ავტორი კომენტარებში აღნიშნავს, რომ ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს დედამისია და მან Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. გარდა ამისა, ის წერს, რომ ყველას, ვინც მის ირგვლივ ვაქცინა გაიკეთა, აცრის ადგილას მონეტა ეკვრის:

 

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ არის მოცემული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ვიდეოში გამოსახულმა ქალმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა და მისი მკლავი მონეტას ბუნებრივად იკრავს. ვიდეოში ნაჩვენები შემთხვევის  ერთ-ერთი თვითმხილველი პოსტის კომენტარებში წერს, რომ ვაქცინაში სითხის შემცველი ჩიპია ჩადგმული და მონეტას, მხოლოდ აცრილი მკლავი, სწორედ ამიტომ იკრავს. მსგავსი შინაარსის ვიდეოები უცხოურ და ქართულ სოციალურ სივრცეში აქამდეც გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. დეზინფორმაციის ავტორები ფოტოებსა და ვიდეოებში ამტკიცებდნენ, რომ აცრილი მკლავი მეტალის ნივთებს იკრავდა, რადგან ვაქცინა მეტალურ ინგრედიენტებსა და მიკროჩიპებს შეიცავს. სინამდვილეში, COVID-19-ის ვაქცინები არც მიკროჩიპებს და არც მეტალებს არ შეიცავს. ვრცლად აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის მკლავზე 1-ლარიანი მონეტა ბუნებრივად ემაგრება, ყალბია. COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპებსა და მეტალებს არ შეიცავს.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რომის პაპი
მიკროჩიპი
მეტალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა