• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატია:

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის - „ქართული იდეის“ - თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა, სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ჯორჯ სოროსის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. ციტატის მიხედვით, დიდი ხანია, რაც ომი ცალკეული ქვეყნების დაპყრობის საშუალება აღარაა. საკმარისია, ქვეყანაში გამყიდველთა გროვა მოინახოს ან აღიზარდოს, რომლებიც „დემოკრატიისათვის“ ბრძოლის მოწოდებით და მცირე ფულის სანაცვლოდ, ქვეყანას ჩაგაბარებენ. ლევან ჩაჩუას მიერ გამოქვეყნებული ყალბი ციტატა არაერთმა Facebook-ანგარიშმა გამოაქვეყნა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), მათ შორის Nina Marji-იმ, რომელიც Facebook-ზე სხვადასხვა შინაარსის დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს აქტიურად ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ყალბი ციტატა ასევე  დეზინფორმაციულ ჯგუფში - „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, გაზიარდა. 11 მარტის მონაცემებით, პოსტებს, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

 

ლევან ჩაჩუას მიერ გამოქვეყნებული ციტატა ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ფალსიფიკაციაა. პოსტს თან არ ახლავს წყარო, რომელიც სოროსის ციტატის ნამდვილობას დაადასტურებს. ასევე არაა მითითებული თუ როდის, რასთან მიმართებით ან სად გაკეთდა აღნიშნული განცხადება. არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში ორიგინალი ან შინაარსობრივად მიმსგავსებული ციტატა არ იძებნება. შესაბამისად, ჯორჯ სოროსის ციტატა გაყალბებულია და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სოროსის შესახებ ყალბი ამბები ქართულ და უცხოურ სივრცეში არაერთხელ გავრცელებულა. ერთ-ერთი ყალბი ამბავი, რომელიც ჯორჯ სოროსის შესახებ ბოლო დროს გავრცელდა, მის ე.წ. 17-მუხლიან მიმართვას ეხებოდა. მიმართვის თანახმად, ჯორჯ სოროსი ერების მორალურად გახრწნასა და განადგურებას ისახავს მიზნად. როგორც დეზინფორმატორები იუწყებოდნენ, მიმართვა ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ და უცხოურ ღია წყაროებში არც ამ მიმართვის ორიგინალი ან მსგავსი ინფორმაცია იძებნება. სოროსის წინააღმდეგ მიმართული აქტიური კამპანიის ავტორები, მეტწილად ულტრა-მემარჯვენე და რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები არიან (ვრცლად, იხ.: „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა