• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
5 ტყუილი კოვიდვაქცინაზე - ნაწილი 2

5 ტყუილი კოვიდვაქცინაზე - ნაწილი 2

ფაქტ-მეტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ძირითადი მითებიდან 5 განსაკუთრებული ტყუილი გამოარჩია

26/02/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ტყუილი 1: ვაქცინა კორონავირუსით ინფიცირებას იწვევს

რეალურად, არცერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა, ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაინფიცირებას იწვევს, არ შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინას დაინფიცირების უნარი არ აქვს. ვაქცინა იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს ვირუსს. ვაქცინაციის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს მსუბუქი გვერდითი ეფექტი აღენიშნება, მაგალითად ტემპერატურის მატება, რაც ნორმალურია და იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი ვირუსისგან დაცვის მექანიზმების გამომუშავებას იწყებს.

ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, ანუ ანტისხეულების გამომუშავებამდე, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსი შეიჭრას და ადამიანი დაინფიცირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ დაინფიცირება ვაქცინაციის შედეგად მოხდა.

ტყუილი 2: ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს

არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ნერვული სისტემის დაავადებებიც, მაგალითად ალცჰეიმერი. აღნიშნული არის დეზინფორმაცია და არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. შესაბამისმა კვლევებმა და ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ამასთან, გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა.

ტყუილი 3: ვაქცინა უნაყოფობას იწვევს

ვაქცინა არ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ქალთა სტერილიზაციას გამოიწვევდა.

COVID-19 ვაქცინა, სხვა ვაქცინების მსგავსად, ორგანიზმში ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ COVID-19 ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ორსულობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას იწვევს, მათ შორის - პლაცენტის განვითარებას. ადამიანებს, რომლებიც ახლა ან მომავალში გეგმავენ დაორსულებას, შეუძლიათ, COVID-19 ვაქცინით აიცრან. ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინა, ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს.

რაც შეეხებათ ორსულ ქალებს, აღნიშნული ჯგუფი კოვიდვაქცინების კლინიკურ კვლევაში არ იყო ჩართული და შესაბამისად, COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ აღნიშნულ ჯგუფში შეზღუდული მონაცემები არსებობს. ამიტომაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორსული ქალების ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა არსებობს COVID-19-ით ინფიცირების (მაგალითად, თუ არის სამედიცინო პერსონალი) და შემდგომი გართულებების მომეტებული რისკი, ორსული ქალის ვაქცინაცია დასაშვებია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ტყუილი 4: საქართველოში ვაქცინა სავალდებულო იქნება

საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო და ძალდატანებითი იქნება, არის ტყუილი.

COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად მოზრდილი მოსახლეობის (18 წელს ზევით ასაკის) 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მათ შორის რისკ-ჯგუფებისთვის, რომლისთვისაც ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული და გამოყენების ნებართვა ჰქონდეს მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) და სხვა. ეს ნიშნავს მაღალ სტანდარტს, რაც ვაქცინების ეფექტიანობის და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

გახსოვდეთ, კორონავირუსის პანდემიის შეჩერება და შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის გადარჩენა, მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

ტყუილი 5: ვაქცინა ბავშვებში სავალდებულო იქნება

ბავშვებში COVID-19-ის აცრის სავალდებულოობაზე და ამასთან, ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდვაქცინის გვერდით ეფექტებზე ბავშვებში არის დეზინფორმაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკური კვლევები ბავშვებზე არ ჩატარებულა, შესაბამისად, აღნიშნულ ჯგუფზე ვაქცინაცია ჯერჯერობით არაა დასაშვები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, რადგან ვაქცინის კვლევის პროცესში მონაწილეობა 16-18 წლის ასაკის ადამიანებმაც მიიღეს. Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების შემთხვევაში კი ასაკობრივი ზღვარი 18 წელია. ოქსფორდის გუნდის 13 თებერვლის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კვლევა ბავშვებზე იგეგმება. კლინიკურ კვლევაში 6-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები ჩაერთვებიან.

ბავშვები ვაქცინაციის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ აღნიშნულ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კლინიკური კვლევებით დადასტურდება.

ასევე იხილეთ, 5 ტყუილი კოვიდვაქცინაზე - ნაწილი 1

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა