დეზინფორმაცია: 2012 წელს „მის მსოფლიოს“ კონკურსის გამარჯვებული მამაკაცი გახდა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ ქსელში 2012 წლის „მის მსოფლიოს“ (Miss Universe) დაჯილდოების ცერემონიალის გაყალბებული ვიდეო-მასალა აქტიურად ვრცელდება. 15-წამიან ვიდეოზე, რომელიც 2012 წლის 19 დეკემბერს, ლას-ვეგასში, მის მსოფლიოს კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის მომენტს ასახავს, ნაჩვენებია, თითქოს ტიტულის მფლობელი მამაკაცი გახდა.
რეალურად, მის მსოფლიო 2012 ამერიკელი ოლივია კულპო გახდა. აღნიშნულ ვიდეო კი სახეცვლილია და ოლივია კულპოს სახის ადგილას მამაკაცის სახეა ჩამონტაჟებული.
ყალბი ვიდეო პირადი Facebook-მომხმარებლების პროფილების გარდა, ჯგუფებში: „ანტი-მასონობა“, „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); „ანტი-ეკუმენიზმი“ შემდეგი სათაურით - „ბრძოლა უფლის წინააღმდეგ“, გავრცელდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.