Facebook-გვერდმა „Armen Ararad“ მორიგი დეზინფორმაციული და პროვოკაციული სახის სურათი გამოაქვეყნა:

ხელით ნახატ რუკაზე საქართველოს ტერიტორიის ნაწილი სომხეთის დროშის ფერებშია მონიშნულია. წინა შემთხვევაშიც, აღნიშნული Facebook- გვერდი ახალციხესა და ახალქალაქს სომხეთის ტერიტორიებად აცხადებდა.

გარდა ამისა, Armen Ararad-ის გამოქვეყნებულ ფოტოზე პროვოკაციული წარწერაა მოცემული, რომელიც მომხმარებელს არწმუნებს, რომ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების რეალური სამშობლო სომხეთია და არა საქართველო. ამასთანავე, Facebook- პოსტი ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული პოსტი დარეკლამებულია.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „Armen Ararad“ 2020 წლის 29 სექტემბერს არის შექმნილი და Facebook-ის თანახმად, ის აშშ-დან იმართება. Facebook-ზე გამოჩენისთანავე, გვერდი მანიპულაციური და პროვოკაციული პოსტებით შუღლის გაღვივებას ცდილობს. აღნიშნული კი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში მიმდინარეობს, რაც მსგავსი ტიპის მანიპულაციებს კიდევ უფრო საშიშს ხდის და საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის შექმნისკენაა მიმართული.

თეგები: