დეზინფორმაცია:სოციალურ ქსელში ფაშინიანისა და სოროსის ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Fecebook-გვერდმა - “დედაქალაქი”, გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჯორჯ სოროსი და ნიკოლ ფაშინიანი ერთად არიან გამოსახული. ფოტოს თან ერთვის აღწერა: “სოროსი და ფაშინიანი - როგორ დაასათაურებდით?”

სინამდვილეში, აღნიშნული სურათი დამუშავებულია და მასში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლო ფაშინიანის სახე ხელოვნურადაა ჩასმული.რეალურად, ფოტოს ორიგინალ ვერსიაში ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის, ზორან ზაევისა და ჯორჯ სოროსის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრაა ასახული.

ფოტოში ადვილი ამოსაცნობია, ფოტოს მარცხენა ნაწილში არსებული კედლის სურათის სიყალბეც. ორიგინალ ფოტოში, კედლის სურათზე თოვლით დაფარული მთების პეიზაჟია გამოსახული.

ხაზგასასმელია, რომ სურათზე დამუშავების კვალი, რომელიც ორიგინალი სურათის ნახვის გარეშეც, აშკარას ხდის გამოსახულების სიყალბეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ყალბი ფოტო, სხვადასხვა ინტენსივობით, აზერბაიჯანულ ინტერნეტ მედიაში აქტიურად ვრცელდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა vzglyad.az-ის მიერ 2020 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული ამბავია, სადაც აღნიშნული მედია ფაშინიანისა და სოროსის ყალბ ფოტოს იყენებს.

თეგები: