საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ამ ეტაპზე ჩვენ დავინტერესდით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა რა ღირებულებისა და რაოდენობის საწვავი შეიძინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ და შვიდმა მუნიციპალურმა ორგანიზაციამ, მხოლოდ 2020 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის (შესწავლილია 16. 06. 2020 წლის მდგომარეობით) ჩათვლით, გამარტივებული წესით, ჯამში 241 834 ლარის ღირებულების 104 150 ლიტრი საწვავი შეიძინა. აქედან 29 600 ლიტრი „ევრო რეგულარი“ და „ეკო პრემიუმი“ – 67 493 ლარად და 74 550 ლიტრი „დიზელ ენერჯი“ – 174 341 ლარად.

გრაფიკი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2020 წელს გამარტივებული წესით შეძენილი საწვავის რაოდენობა (ლიტრი) და ღირებულება (ლარი)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციებს საწვავის ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დროს აქვთ შეძენილი, 21 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში. მაგალითად, ხულოს რესურსცენტრმა 200 ლიტრი „ეკო პრემიუმის“ შესყიდვაზე ხელშეკრულება 11 მაისს გააფორმა, ხოლო ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალმა“ 600 ლიტრი „ევრო რეგულარი“ 5 მაისს შეისყიდა. 200 ლიტრი „ეკო პრემიუმი“ შეიძინა ა(ა)იპ „ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ 4 აპრილს, ხოლო 18 მაისს - ამდენივე „ევრო რეგულარი“, ანუ 400 ლიტრი ბენზინი ორ თვეში. ყველა შესყიდვა გამარტივებული წესით არის განხორციელებული და ხელშეკრულებები სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ არის გაფორმებული.

თეგები: