„ფაქტ-მეტრი“ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების კვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატის 2019 წლის სარესტორნო ხარჯები შევისწავლეთ.

როგორც ირკვევა, შარშან სამინისტრომ, ყავის შესვენების, ლანჩისა და ოფიციალური სადილების შესყიდვის მიზნით, გამარტივებული წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 126255 ლარი გადაიხადა. სულ შესყიდულია 70 სარესტორნო და კვების მომსახურება. კვების ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, თუმცა უწყებას ყველაზე მეტი თანხა - 22500 ლარი გადახდილი აქვს შპს „ავოკადოსთვის“, ყავაზე შესვენებისა და ლანჩის მომსახურებისთვის.

ცხრილი 1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის სარესტორნო ხარჯები

რესტორნის დასახელება

შესყიდვის რაოდენობა

რესტორანში ჯამურად გადახდილი თანხა, ლ

შპს „ჰარმონი ვენთს“

5

2 975

შპს „აჭარა ჯგუფი“

1

3 717

შპს „აიღვინისსახლი“

10

19 138

შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“

5

9 941

შპს „რესტორანი ძველი მეტეხი“

2

4 700

შპს „წისქვილი ჯგუფი“

5

7 070

შპს „ბესთ უესთერნ თბილისი“

1

3 898

შპს „მუზეუმი“

11

11 659

შპს „პრიმო“

1

1 140

შპს „ჯემედი“

2

486

შპს „გნდ გრუპ“

1

551

შპს „ბოჰემა“

1

2 198

შპს „შატო მუხრანი“

1

1 365

შპს „რივიერა ბიჩ“

1

729

შპს „ქეთო და კოტე“

1

627

შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“

6

11 272

შპს „კოსტავა 2016“

6

10 314

შპს „გლორია“

1

1 171

სს „ემგრუპ“

3

4 273

შპს „ავოკადო“

1

22 500

შპს „ბეტსი“

1

3 000

შპს „აი სი არ ფუდ ენდ ბევერჯი“

1

858

შპს „ვერა 2005“

1

842

შპს „ლერმონტ“

1

1 232

შპს „ევროკომ ინვესტმენტ ჯორჯია“

1

599

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, შპს „გლორიას“ გარდა, თანხა არის გადარიცხული რესტორნებში: „აიღვინისსახლი“, „მუზეუმი“, „დაბი გრუპ ჯორჯია“, „კოსტავა 2016“ და „წისქვილი ჯგუფი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს გამარტივებული წესით შეიძინა სასტუმროს მომსახურება, სასაჩუქრე ნივთები (ღვინოები, ჭაჭა, ბრენდი, ქალისა და მამაკაცის სამკაულები, ნახატები, წიგნები და სხვა), წყალი და გაზირებული სასმელები, ყავა და ჩაი.

ცხრილი 2. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასტუმრო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები 2019 წელს, ლ

სასტუმროს მომსახურება

83 884

საჩუქრები

34 843

ყავა, ჩაი, შაქარი

10 978

ბუნებრივი, მინერალური და გაზირებული წყალი, ცივი ჩაი, კოკა-კოლა

12 916

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ასიგნებებიდან სამინისტრომ 5940 ლარი მხოლოდ მოხალული ყავის მარცვლის შესაძენად გადაიხადა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ხარჯებს, 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სამინისტრომ სარესტორნო მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარტივებული წესით, ჯამში 43336 ლარის ხელშეკრულებები უკვე გააფორმა, საიდანაც ფაქტობრივად გადახდილი თანხა 16929 ლარს შეადგენს.

სამინისტრომ 22184-ლარიანი ხელშეკრულება, ასევე გამარტივებული წესით, ყავაზე შესვენებისა და ლანჩის მოწყობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2020 წელს შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთან“ დადო. მხარეებს შორის უკვე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს, 2020 წლის 26 თებერვალს, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიოს“ ფარგლებში, 22184 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.

მიღებისა და ოფიციალური სადილის ხარჯი სამინისტრომ უკვე გადაურიცხა რესტორნებს: 7 748 ლარი - შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდა“; 1132 ლარი - შპს „ჯემედი“; 3862 ლარი - შპს „აიღვინისსახლი“, 1458 ლარი - შპს „კოსტავა 2016“; 2 059 ლარი - შპს „მუზეუმი“; 670 ლარი - შპს „ჯემედი“, სარესტორნო მომსახურება შეისყიდა და ჯერაც არ გადაურიცხავს (არსებული მდგომარეობით): 1628 ლარი - შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროები“; 602 ლარი - შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდა“; 1113 ლარი - შპს „მუზეუმი; 880 ლარი - შპს „წისქვილი ჯგუფი“.

მიმდინარე წელს უწყებამ სასტუმროს მომსახურებისთვის ხარჯი მხოლოდ ერთხელ გასწია - 1157 ლარი, ხოლო საჩუქრების შეძენის მიზნით, გამარტივებული წესით, 8779 ლარის შესყიდვა განახორციელა.

თეგები: