„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აჭარის ა/რ მთავრობაში, ასევე სამინისტროებსა და სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ გაგაცნოთ ინფორმაცია.

როგორც იცით, აჭარაში, მთავრობის აპარატის გარდა, ოთხი სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ჩვენ ინფორმაცია უწყებებიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. საანგარიშო პერიოდად 2017-2020 წლები ავირჩიეთ. მიღებული პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, რამდენიმე უწყებაში შტატგარეშეთა რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.

ცხრილი 1. შტატგარეშეთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებში, 2017-2020 წლების მიხედვით

2017 (ფაქტი)

2018 (ფაქტი)

2019 (ფაქტი)

2020 (გეგმა)

დასახელება

დასაქმებული

ანაზღაურება, ლ

დასაქმებული

ანაზღაურება, ლ

დასაქმებული

ანაზღაურება, ლ

დასაქმებული

ანაზღაურება, ლ

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი

38

310 838

40

537 439

41

647 365

44

694 200

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ადმინისტრაცია)

16

136 200

17

221 800

20

251 800

19

254 100

განათლების, კულტურია და სპორტის სამინისტრო (ადმინისტრაცია)

16

119 691

18

212 699

22

221 946

22

293 200

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ადმინისტრაცია)

15

116 749

15

116 749

15

187 000

15

204 000

სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ადმინისტრაცია)

13

79337

11

145285

12

155510

11

160980

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველი

9

45168

9

111084

9

107437

12

134170

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

422

1905 080

470

2205 930

471

2255 996

470

2520 200

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

14

79 684

14

125 344

16

114 004

17

143 780

დასაქმების სააგენტო

2

9 000

3

27 000

3

27 000

3

27 000

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

0

0

12

77 400

12

77 400

12

77 400

სულ

545

2801 747

609

3780 730

621

4045 458

625

4509 030

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

როგორც ვხედავთ, ფაქტობრივი მონაცემებით,2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 76 ადამიანით, ხოლო შრომის ანაზღაურება - 1 243 711 ლარით, ანუ შესადარებელ პარამეტრთან მიმართებით, 44,39%-ით. რაც შეეხება 2020 წელს დაგეგმილ ცვლილებებს, დასაქმებულთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, კიდევ 4 ადამიანით იზრდება, ხოლო ანაზღაურება კიდევ 463 572 ლარით მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ 2017 წლის მაჩვენებლებთან მიმართებით, შრომის ანაზღაურების ზრდა, დაახლოებით, 61%-ია, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა 80 ერთეულით მოიმატებს.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შტატგარეშე დასაქმებულები არ ჰყავთ და არც 2020 წელსაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას, როგორც მოგვწერეს, შტატგარეშე დასაქმებულები ჰყავთ და წელს მათი რაოდენობა ოთხი ერთეულით გაიზრდება, თუმცა შრომის ანაზღაურებას საკუთარი სახსრებიდან აფინანსებენ. 2020 წელს დაგეგმილია 10 შტატგარეშე დასაქმებულისთვის 48 000 ლარის ოდენობის ხელფასი, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 32 530 ლარით აღემატება.

ერთ შტატგარეშე დასაქმებულს შრომას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია საკუთარი სახსრებით უნაზღაურებს. დასაქმებულის ანაზღაურება შარშან 8 100 ლარი იყო, ხოლო წელს, გეგმის მიხედვით, 9 000 ლარი იქნება.

თეგები: