„მერი უნდა გავიდეს, დადგას კარავი და იქ უნდა მიიღოს მოქალაქეები და ინდივიდუალურად მოუსმინოს, რა პრობლემები აქვთ და რისი მოგვარება იქნება შესაძლებელი,“ - ეს იდეა „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გუგავას, ეკუთვნის, რომლის მთავარი დაპირება თბილისში „სოციალური სამართლიანობის აღდგენაა“.
როგორ აპირებს ამ დანაპირების შესრულებას და რა კონკრეტული გეგმები გააჩნია ცალკეულ პრობლემებთან დაკავშრებით, ამ საკითხებზე „ფაქტ-მეტრი“ გიორგი გუგავას ესაუბრა.
- რატომ უნდა შეაჩეროს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
- ოპოზიციას შორის რა უპირატესობა გაქვთ?
- როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები.
- რა მიგაჩნიათ თბილისელებისთვის სამ მთავარ პრობლემად და თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
- საკმაოდ ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ და როგორ უნდა მოგვარდეს, რაიმე კონკრეტული გეგმა ან ხედვა თუ გაგაჩნიათ?
- თბილისის განვითარების გენგეგმა ახსენეთ. როგორც ვიცით, ეს გეგმა თითქმის მზად არის. თუმცა, მთავარია მისი აღსრულება. როგორ აპირებთ გენგეგმის პრაქტიკაში აღსრულებად რეგულაციად ქცევას?
- თბილისში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა იაფი საცხოვრებელი კორპუსები, ე.წ. „ხრუშჩოვკები“, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია გაუვიდა. თუ გაქვთ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი და ზოგადად, როგორ აპირებთ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას?
- შემოვლითი რკინიგზის გადატანა თქვენთვის რამდენად მისაღებია და რას აპირებთ?
- საცობების და პარკირების პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ? ამჟამინდელი მერი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული ხელშეკრულების გასაუქმებლად 25 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ, რისი ფუფუნებაც დღეს დედაქალქს არა აქვს. თქვენ როგორ აპირებთ პარკირების პრობლემის მოგვარებას?
- როდესაც თბილისის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეკოლოგიური მდგომარეობა არის პრიორიტეტული, რადგან არანაირ ნორმას არ აკმაყოფილებს. რის გაკეთებას აპირებთ ამ მიმართულებით?
- თქვენ თქვით, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დროა საჭირო და ერთ ვადაში ვერ მოხერხდება. თქვენი მერობის შემთხვევაში, ერთ ვადაში რა გაკეთდება?
- მერობის შემთხვევაში, მოქალაქეებთან ურთიერთობას რა ფორმით აპირებთ?