საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, საგადასახადო დავების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ის დავალიანებები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩამოწერას დაექვემდებარა. საბოლოო ჯამში, 1 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება იქნა ჩამოწერილი.
ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელმწიფოს მიერ საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
- 2013 წლიდან დღემდე რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? (გთხოვთ, აქვე მოგვაწოდოთ ინფორმაცია, დაახლოებით რა ოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი);
- 2010-2012 წლებში რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? (გთხოვთ, აქვე მოგვაწოდოთ ინფორმაცია, დაახლოებით რა ოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი).