• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ვიცით სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შესახებ, რომელზეც იური ღვინჯილია USAID-ის ბანერის ფონზე საუბრობს?

რა ვიცით სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შესახებ, რომელზეც იური ღვინჯილია USAID-ის ბანერის ფონზე საუბრობს?

აღნიშნული მტკიცება, რომლის თანახმადაც USAID ხელს უწყობდა იური ღვინჯილიას შეხვედრებს, რომელიც „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას“ ითხოვდა, შეცდომაში შემყვანია.

07/03/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „გახსოვთ ალბათ იური ღვინჯილია, რომელიც "სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას" ითხოვდა, მაშინ ბევრმა დავცინეთ, თურმე მის შეხვედრებს USAID უწყობდა ხელს - აგერ ფაქტიც, ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ეს ჭკუანაკლული სეპარატისტი სპიკერია არის USAID-ის სიმბოლიკა - ეს სიმბოლიკა ალბათ ბევრგან გინახავთ, სიმბოლიკა გამოიყენებოდა იმ პროექტებზე, რომლებსაც USAID მხარს უჭერდა, ფართის გადაცემის თუ ფინანსების მხრივ.“ ფოტოზე ჩანს სამი პიროვნება, უკან კი ბანერი, რომელზეც USAID-ის ლოგოა დატანილი. აღნიშნულის მიხედვით, პოსტის ავტორი ასკვნის, რომ ამ შეხვედრას USAID უჭერდა მხარს (2025 წლის 7 მარტის მონაცემით, პოსტი წაშლილია).


იური ღვინჯილიას შესახებ ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაცია მწირია, თუმცა ღია წყაროებში არსებული ცნობების თანახმად, ის განათლების ცენტრის „კოლხიდა“ ხელმძღვანელი იყო და მხარს უჭერდა მეგრული და სვანური ენებისთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭებას.

გავრცელებულ ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა „livepress“. Livepress ინტერნეტგამოცემა იყო, რომელიც აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონების შესახებ ახალ ამბებს ქართულად, აფხაზურად და რუსულად აქვეყნებდა. მათ YouTube არხზე უამრავ სხვა ვიდეოსთან ერთად ამ ღონისძიებაზე გადაღებული ორი ვიდეოა ხელმისაწვდომი (1; 2). ვიდეოს აღწერაში წერია: „ზუგდიდში დღეს, 2 მარტს [2013 წელი] დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქართველური ენების (მეგრული,ლაზური და სვანური) დაცვისა და გადარჩენის ფონდი შეიქმნა“.


როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ვებგვერდზე ვკითხულობთ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში ფუნქციონირებდა. საგულისხმოა, რომ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს საკუთარი ვებგვერდიც ჰქონდათ, თუმცა USAID-ის დახურვის შემდეგ ვებგვერდები აღარ მუშაობს. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა ფინანსურ და პროგრამულ მხარდაჭერას უწევდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს რეგიონებში დემოკრატიული დიალოგისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

2011 წლიდან USAID-ის დახმარებით საქართველოს 10 ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა, რომლებიც მოქალაქეებს საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობდნენ. ცენტრებით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს (პოლიტიკური პარტია, მედია, პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი და ა.შ.) შეეძლოთ, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი პატივის სცემდნენ დემოკრატიული და კონსტრუქციული ჩართულობის პრინციპს და არ წაახალისებდნენ ძალადობას და/ან დისკრიმინაციას.

საგულისხმოა, რომ livepress-ის YouTube არხზე ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გადაღებული ბევრი ვიდეო იძებნება. აქ პრესკონფერენცია სხვადასხვა პარტიის თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუმართავთ. ჯერ კიდევ 2012 წელს, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მათი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრებს მართავდნენ. მაგალითად, 2012 წლის 16 მაისსა და 26 სექტემბერს აქ შეხვედრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გამართა (1; 2).


2012 წლის 6 სექტემბერს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია შეხვდა:


2013 წლის 5 მარტს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ეწვია:


2013 წლის 21 ოქტომბერს შეხვედრა გამართა კობა დავითაშვილმა:


ასევე 2013 წლის 21 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდში მოქმედი მეწარმეთა კავშირის ბრიფინგი გაიმართა, რომლებიც რუსეთთან სავაჭრო--ეკონომიკური კავშირების აღდგენას ითხოვდნენ:

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმართებოდა ბრიფინგები და შეხვედრები დევნილებთან (იხ.ბმული 1; 2), არასამთავრობო ორგანიზაციებთან (1; 2), ხელისუფლების წარმომადგენლებთან (1; 2; 3), სახალხო დამცველთან (1; 2) ელჩებთან და ა.შ. ტარდებოდა თემატური ღონისძიებები, დისკუსიები (1; 2; 3).

შესაბამისად, აღნიშნული მტკიცება, რომლის თანახმადაც USAID ხელს უწყობდა იური ღვინჯილიას შეხვედრებს, რომელიც „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას“ ითხოვდა, შეცდომაში შემყვანია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც USAID-ის მიერ ამ კონკრეტული შეხვედრისა და სპიკერის დაფინანსებას დაადასტურებდა. USAID-ის დაფინანსებით მოწყობილი იყო ნეიტრალური სადისკუსიო სივრცე, სადაც შეხვედრის ორგანიზება ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს (პოლიტიკური პარტია, მედია, პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი და ა.შ.) მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი პატივს სცემდნენ დემოკრატიული და კონსტრუქციული ჩართულობის პრინციპს და არ წაახალისებდნენ ძალადობას და/ან დისკრიმინაციას.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა